← All vacancies

4WHY4AXR Posted 19 Nov Views: 3

ტექნიკოსი

აურუმი

აურუმი

აურუმი external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 19 Nov (Days left: 29) Apply by 18 Dec

სასტუმრო AUROOM BAKURIANI, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს ბაკურიანში, ეძებს პასუხისმგებლიან, ყურადღებიან და ტექნიკურ საკითხებში გამოცდილ თანამშრომელს ტექნიკოსის პოზიციაზე. თუ ხართ დაკვირვებული, დეტალებზე ორიენტირებული, შეგიძლიათ ტექნიკური ხარვეზების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა და გსურთ იმუშაოთ მეგობრულ და ჯანსაღ გარემოში, შემოგვიერთდით!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • სასტუმროს შენობის, ოთახებისა და საერთო სივრცეების ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
  • ტექნიკური ხარვეზებისა და დაზიანებების დროული აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება;
  • ოთახებში არსებული ტექნიკური მოწყობილობებისა და ინვენტარის გამართულობის შემოწმება;
  • საჭიროებისამებრ, მცირე სარემონტო და ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
  • განათების, ელექტროობის, სანტექნიკისა და სხვა საინჟინრო სისტემების მდგომარეობის კონტროლი;
  • ტექნიკური პრობლემების პრევენციაზე ზრუნვა და ხარვეზების დროული აღმოფხვრა კომპეტენციის ფარგლებში;
  • საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროს თანამშრომლების დახმარება მძიმე ინვენტარის გადაადგილებაში, მათ შორის ექსტრა საწოლების გადატანასა და განთავსებაში;
  • საჭიროებისამებრ, კოლეგებისთვის ფიზიკური დახმარების გაწევა სამუშაო პროცესში;
  • აღმოჩენილი მნიშვნელოვანი ტექნიკური პრობლემების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
  • სამუშაო სივრცისა და ტექნიკური ინვენტარის მოწესრიგება;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება, სამსახურებრივი მოვალეობების ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ტექნიკური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და დაკვირვებულობა;
  • ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენისა და შეფასების უნარი;
  • ყურადღებიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პრობლემების დროული იდენტიფიცირებისა და პრაქტიკული გადაწყვეტის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კოლეგებთან კორექტული და ჯანსაღი კომუნიკაცია;
  • ორგანიზებულობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.

რას გთავაზობთ AUROOM BAKURIANI

  • მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • სამუშაო პერიოდში განთავსებას;
  • კვებას;
  • შრომის ანაზღაურებას.

სამუშაო ადგილი: ბაკურიანი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე. შემოგვიერთდით AUROOM BAKURIANI-ს გუნდში!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post