წარმოების თანამშრომელი - კერამიკის გაფორმება
"ბლუტაბლა" არის ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესურების მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს.
ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას წარმოების თანამშრომლის პოზიციაზე.
პოზიციის შესახებ: სამუშაო მოიცავს მზა დეკალების დატანას კერამიკულ ნაკეთობებზე წინასწარ დამტკიცებული ვიზუალებისა და მეთოდის მიხედვით. პოზიცია არ მოიცავს ხელით მოხატვას ან დიზაინის შექმნას — ეს ტექნიკური, წარმოებითი პროცესია.
ჩვენ გთავაზობთ:
- მოწესრიგებულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კორპორატიულ ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე;
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 1200-1700 ლარი
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (09:00-18:00)
- სამუშაო ადგილი: თბილისი წერეთლის 140
მოთხოვნები:
- სასურველია წარმოებაში ან ხელსაქმის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- ხელის სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მონოტონურ სამუშაოზე კონცენტრირების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
მოვალეობები:
- დეკალების/სტიკერების გამოჭრა;
- კერამიკული ნაკეთობების გაფორმება (დასტიკერება);
- ხარისხის კონტროლი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მეილზე ან შეავსეთ ფორმა ვაკანსია-საწარმოს თანამშრომელი - Fill out form.
გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "კერამიკოსი".
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.