Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

65X84TG7 Posted 7 Nov Views: 0

მთავარი შეფ-მზარეული

ფემილი რითეილი

ფემილი რითეილი

₾3000–5000 / month Apply by 4 Dec
Sign in and apply

„Family Food“ წარმოადგენს იმერეთის რეგიონში წამყვან კომპანიას კვების ინდუსტრიაში. ჩვენ ფლობთ თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ევროპული სტანდარტებით აღჭურვილ, 3000 კვ.მ-ზე მეტი მასშტაბის საწარმოს, სადაც ყოველდღიურად იქმნება მაღალი ხარისხის მზა საკვები და საკონდიტრო პროდუქცია.

კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით, „Family Food“ იწვევს მაღალი კვალიფიკაციისა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე მთავარ შეფ-მზარეულს, რომელსაც აქვს ფართო პროფესიული ცოდნა, კარგად ერკვევა კვების ტექნოლოგიებში და შეუძლია მზა საკვები პროდუქციის წარმოების მიმართულების სტრატეგიული განვითარება.

პოზიციის მთავარი მიზანია არსებული ასორტიმენტის გაუმჯობესება, ახალი პროდუქტების შექმნა, გემოვნური და ხარისხობრივი სტანდარტების დახვეწა, ტექნოლოგიური პროცესების ოპტიმიზაცია და თანამედროვე მიდგომების დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • გამოცდილება: მინიმუმ 10 წლის პროფესიული სამუშაო გამოცდილება შეფ-მზარეულის პოზიციაზე;
  • სამზარეულოს ცოდნა: ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს სიღრმისეული ცოდნა, ტრადიციული და თანამედროვე მომზადების ტექნოლოგიების ფლობა;
  • ცხელი და ცივი კერძები: სალათების, წვნიანების, ძირითადი კერძების, გარნირების, სოუსებისა და სხვა მზა საკვები პროდუქციის მომზადების მაღალი პროფესიული დონე;
  • ხორცის ტექნოლოგია: სხვადასხვა სახეობის ხორცის შერჩევის, ხარისხის შეფასების, დაჭრის, დამუშავების, დამარინადების, ფარშების მომზადებისა და თერმული დამუშავების ტექნოლოგიების ცოდნა;
  • შენახვის ტექნოლოგიები: მზა პროდუქციის გაგრილების, შეფუთვის, შენახვის, გაყინვისა და კონსერვირების ტექნოლოგიების ცოდნა;
  • საწარმოო ტექნოლოგიები: დიდი მოცულობის კვების წარმოების სპეციფიკის ცოდნა, რეცეპტურის ადაპტირება საწარმოო მასშტაბებზე და პროდუქტის ხარისხის სტაბილურობის უზრუნველყოფა;
  • ტექნოლოგიური აღჭურვილობა: თანამედროვე პროფესიული დანადგარებისა და მოწყობილობების ცოდნა, მათი შესაძლებლობებისა და საჭიროების შეფასების უნარი;
  • პრიორიტეტი: ქსელურ კვების ბიზნესში, ცენტრალიზებულ სამზარეულოში ან მზა საკვების წარმოებაში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები

  • არსებული ასორტიმენტის შეფასება და გაუმჯობესების გზების შემუშავება;
  • ახალი კერძებისა და მზა საკვები პროდუქტების შექმნა და წარმოებაში დანერგვა;
  • კერძების გემოვნური თვისებების, ტექსტურის, ვიზუალური მხარისა და ხარისხის სტანდარტების დახვეწა;
  • ტექნოლოგიური ბარათების შემუშავება და არსებული რეცეპტურის გაუმჯობესება;
  • ნედლეულის გამოსავლიანობისა და ტექნოლოგიური დანაკარგების ოპტიმიზაცია;
  • ხორცისა და სხვა ნედლეულის დამუშავების ტექნოლოგიების გაუმჯობესება;
  • პროდუქციის გაგრილების, შეფუთვისა და შენახვის მეთოდების შეფასება და გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება;
  • თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საწარმოო დანადგარების მოძიება, მათი დანერგვის საჭიროების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა;
  • ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და პროდუქციის ასორტიმენტის განვითარების ინიციატივების შეთავაზება.

ანაზღაურება და სამუშაო პირობები

  • ანაზღაურება: 3 000–5 000 ლარი, კანდიდატის გამოცდილებისა და პროფესიული კომპეტენციის მიხედვით;
  • თანამშრომლობის ფორმატი: განიხილება როგორც სრული განაკვეთი, ასევე პროექტული / საკონსულტაციო თანამშრომლობა;
  • სამუშაო ადგილი: ქუთაისი, ნიკეას ქუჩა N21ი

განაცხადის მიღების წესი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მეილზე და პროფესიული გამოცდილების ამსახველი ნამუშევრების პორტფოლიო.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post