9,859 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

68A9HKQX Posted 20 Oct Views: 17

დროებითი კონსულტანტი

Super external listing
Sign in and apply
₾1300 / month about the usual · usual 1,251 ₾ · 207 ads Apply by 21 Nov

"სუპერი" საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. "სუპერი" ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://superstore.ge/

მიმდინარედ "სუპერის" სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრს დროებითი კონსულტანტის თანამდებობაზე ვეძებთ.

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:

  • სამუშაო ადგილი: ს/ც. "სითი მოლი" საბურთალო;
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე - 40 საათი, დღეში 8 საათი;
  • დასვენების დრო: კვირაში 2 დღე;
  • სამუშაო გრაფიკი 1: ორცვლიანი - 10:00-19:00/13:00-22:00;
  • ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული;
  • ანაზღაურება: 1300 ლარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი კონსულტირების გაწევა;
  • პროდუქციის განთავსება თაროებზე: მარაგების შევსება, ახალი ნივთების განთავსება, არსებული პროდუქციის ადგილის ცვლილება კომპანიაში არსებული მერჩენდაიზინგის სტანდარტების შესაბამისად;
  • პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების განთავსება/განახლება;
  • პროდუქციის სისუფთავისა და სარეალიზაციო სახის შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია, მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სერვისულობა;
  • კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური ოპერირების უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა.

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს);
  • გასაუბრება კომპანიის წარმომადგენელთან.

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე (სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება და სასურველი ფილიალი) ან დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ბმულზე: https://forms.gle/cfdPW4AhzMsFV52i7

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "სუპერის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 3 (სამი) თვის ვადით, მითითებულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა თანამდებობაზე განხილვის მიზნით.

"სუპერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post