Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

6A4QHEPG Posted 10 Nov Views: 0

სერვის მენეჯერი

ელენესთან external listing
₾2000–2500 / month Apply by 11 Dec
Sign in and apply

ქართული რესტორანი "ელენესთან" ეძებს ენერგიულ, პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ სერვის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს დარბაზის გუნდს და უზრუნველყოფს სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებას.

ძირითადი მოვალეობები

  • დარბაზის ყოველდღიური ოპერაციების მართვა და კონტროლი;
  • მიმტანების, მზარეულებისა და ბარის თანამშრომლის საქმიანობის კოორდინაცია;
  • თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის შედგენა და ცვლების ორგანიზება;
  • მომსახურების შესრულების კონტროლი;
  • სტუმრების მიღებისა და მომსახურების პროცესის ზედამხედველობა;
  • სტუმრების უკუკავშირის მოსმენა და პრობლემური სიტუაციების ეფექტურად მართვა;
  • დარბაზის მზადყოფნის, სისუფთავისა და მოწესრიგებულობის კონტროლი;
  • მენიუს, კერძებისა და სასმელების ცოდნის უზრუნველყოფა გუნდისთვის;
  • შეკვეთების, ანგარიშსწორებისა და სალაროს პროცესების კონტროლი;
  • მარაგებისა და ინვენტარის კონტროლში მონაწილეობა;
  • გაყიდვების ზრდასა და სტუმრების კმაყოფილებაზე ორიენტირებული ინიციატივების შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სერვის მენეჯერის ან უფროსი მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდის მართვისა და ორგანიზების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

ჩვენ გთავაზობთ

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას (გამოცდილების შესაბამისად);
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კვებას სამუშაო პროცესში და ღამის ტრანსპორტირებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სოლოლაკი დასაქმება: 10 საათი, 5/2-ზე ან 6/1 ზე ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით, საორიენტაციოდ 2000-2500 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე (მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) ან დაგვიკავშირდეთ ვოთსაფში

ვადა: 30.11.2026

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post