პროექტის მენეჯერი
სამშენებლო კომპანია "მეტტა/Metta" შეიქმნა 2018 წელს. კომპანიას ხელმძღვანელობს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი. გუნდის მთავარი მიზანია თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების დანერგვა სამშენებლო სფეროში. კომპანია აქტიური განვითარების ეტაპზეა და, შესაბამისად, ახალგაზრდა, მოტივირებულ და აქტიურ ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს.
შპს მეტტა ახალი სამშენებლო ობიექტისათვის ეძებს გუნდის ახალ წევრს პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სამშენებლო ობიექტის ლოკაცია დაზუსტდება გასაუბრების ეტაპზე სამუშაო განაკვეთი: სრული
ჩვენ გთავაზობთ: კოლეგიალურ, ურთიერთპატივისცემაზე აშენებულ სამუშაო გარემოს, დაკომპლექტებულს დარგის მოწინავე პროფესიონალებით, რომლებიც მზად არიან გააზიარონ ცოდნა და გამოცდილება.
ჩვენთან დაგხვდებათ პროფესიული განვითარების კარგი შესაძლებლობა, კონკურენტული ანაზღაურება და სარგებლის პაკეტი.
პროექტის მენეჯერის ძირითადი როლი განისაზღვრება მის კომპეტენციაში შემავალი სამშენებლო ობიექტისათვის პროექტის მიმდინარეობის დაგეგმვით და შესრულებით, ხარჯების, ბიუჯეტის, სახელშეკრულებო მოთხოვნებისა და ვალდებულებების ფარგლებში.
პროექტის მენეჯერის პასუხისმგებლობა და ძირითადი სამუშაო ფუნქციები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:
ძირითადი მოვალეობები
- მის კომპეტენციაში შემავალი სამშენებლო პროექტის მართვა და ზედამხედველობა, პროექტით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესრულება;
- პროექტში დაინტერესებულ და ჩართულ პირებთან, მათ შორის, დამკვეთთან, ქვეკონტრაქტორებთან და ა.შ. ურთიერთობების დამყარება, მოლაპარაკებებში მონაწილეობა, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- პროექტის კალენდარული გრაფიკის მომზადება შესაბამის საინჟინრო პერსონალთან მჭიდრო თანამშრომლობით, მათ შორის, მასალებისა და მომსახურების მიწოდების გრაფიკის მომზადება;
- ფასის შეთანხმება მასალებსა და სამუშაო ძალასთან დაკავშირებით და ხარჯთ-ეფექტური გადაწყვეტილების მიღება პროექტის ბიუჯეტთან შესაბამისობაში;
- პროექტის ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა და კონტროლი;
- სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვისა და შესრულების კონტროლი; სამუშაოთა წარმოების მეთოდოლოგიების მომზადება;
- პროექტის დაწესებული ხარისხის სტანდარტით შესრულების უზრუნველყოფა;
- შრომის უსაფრთხოების ინჟინერთან ერთად სამუშაოთა წარმოების შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შეფასების უზრუნველყოფა;
- სამუშაოებისა და მასალების სპეციფიკაციებთან შესაბამისობის დადგენა/დადასტურება;
- გეგმების, ნახაზების, მოცულობებისა და BOQ-ის გადამოწმება;
- მასალების ფასის შეთანხმება და ხარჯთ-ეფექტური გადაწყვეტილების მიღება პროექტის ბიუჯეტთან შესაბამისობაში;
- დამკვეთისა და არქიტექტორის მიერ მიწოდებული საინჟინრო დოკუმენტების მართვა, მონიტორინგი და ცვლილებების მართვა;
- პროექტის ფარგლებში დაქვემდებარებული გუნდის მართვა, მათ შორის, ქვეკონტრაქტორებისა და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ზედამხედველობა;
- დაგეგმილი და ფაქტობრივი ბიუჯეტის თანხვედრის შესახებ პერიოდული რეპორტის მომზადება შეთანხმებული ფორმატითა და პერიოდულობით;
- ყოველკვირეული და ყოველთვიური პროგნოზების მომზადება პროექტის პროგრესის გრაფიკთან დაკავშირებით და რეპორტინგი;
- ზემდგომის ინფორმირება ყველა იმ საჭირო ინფორმაციით, რომელიც ეხება პროექტის მიმდინარეობას, მონიტორინგსა და კონტროლს;
- საჭიროებისამებრ, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა;
- საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობით წარმართვის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ტექნიკური/სამშენებლო მიმართულებით (მაგისტრის ხარისხს მიენიჭება პრიორიტეტი);
- სამშენებლო სექტორში პროექტების მართვის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
- სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა;
- პროექტის მართვის უნარები (ფორმალურ განათლებას პროექტის მართვაში მიენიჭება უპირატესობა);
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
- MS Office-ის მაღალ დონეზე ფლობა;
- სამშენებლო დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი;
- MS Project-ისა და AutoCAD-ის სამომხმარებლო დონეზე ფლობა.
უნარები და შესაძლებლობები
- კარგად განვითარებული მენეჯერული და ანალიტიკური უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემის დროულად გადაჭრის უნარი;
- დროის რაციონალურად მართვის უნარი;
- სხვადასხვა დავალების ერთდროულად შესრულების უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში შეუფერხებლად მუშაობის უნარი.
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 10 დეკემბერი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით, თქვენ აცხადებთ თანხმობას "მეტტა"-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და/ან მათი იმ ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა, უფრო რელევანტური ვაკანსიისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.