Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

7EACZE5F Posted 13 Nov Views: 1

ექაუნთ მენეჯერი

ADSS Print external listing
₾1500–2000 / month Sign in and apply

Posted 13 Nov (Days left: 31) Apply by 14 Dec

შპს "ADSS PRINT" 2008 წლიდან ოპერირებს სარეკლამო და საწარმოო სფეროში.

კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ფართოფორმატიანი ბეჭდვის, გარე რეკლამის წარმოებისა და მასთან დაკავშირებულ სრულ სერვისს. ჩვენი ტექნოლოგიური ბაზა მოიცავს ფართოფორმატიან, ციფრულ, UV, თერმულ და ტექსტილზე ბეჭდვას, გარე რეკლამის წარმოებას, მანქანების გაფორმებასა და პროფესიონალურ სამონტაჟო სამუშაოებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ექაუნთ მენეჯერის (Account Manager) პოზიციაზე.

თუ გაქვს სარეკლამო სფეროში მუშაობის გამოცდილება, გიყვარს კლიენტებთან ურთიერთობა და შეგიძლია რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვა, შემოგვიერთდი!

სამუშაო პირობები

  • ადგილმდებარეობა: თბილისი, წყნეთის გზატკეცილი №20 (ბაგები)
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
  • ანაზღაურება: 1500-2000 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)

ძირითადი მოვალეობები

  • არსებული კლიენტების მომსახურება და ახალი შეკვეთების მიღება;
  • კლიენტის საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
  • პროექტების კოორდინაცია დიზაინის, წარმოებისა და მონტაჟის გუნდებთან;
  • პროექტების ვადებისა და შესრულების ხარისხის კონტროლი;
  • კლიენტებთან კომუნიკაცია პროექტის ყველა ეტაპზე;
  • კომერციული შეთავაზებებისა და ფასების მომზადება;
  • რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ექაუნთ მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სარეკლამო სფეროში მუშაობის გამოცდილება (სარეკლამო სააგენტო, გარე რეკლამა, ბრენდინგი ან სარეკლამო წარმოება);
  • კლიენტებთან კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადების გამოცდილება;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის მართვის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ?

  • სტაბილურ და გრძელვადიან დასაქმებას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • საინტერესო პროექტებზე მუშაობას წამყვან კომპანიებთან და ბრენდებთან;
  • FITT Pass-ს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნე CV ელფოსტაზე ელფოსტის თემაში მიუთითე: "ექაუნთ მენეჯერი".

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია: https://www.adssprint.com.ge/

კანდიდატის მიერ CV-ის გამოგზავნა გულისხმობს თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ვაკანსიასთან დაკავშირებული მიზნებისთვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post