9,283 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

7MT0SKRH Posted 27 Oct Views: 12

კონსულტანტი

Sign in and apply
₾1400 / month +12% vs the usual · usual 1,255 ₾ · 193 ads Apply by 16 Nov
Insurance · in the ad

"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს და განსხვავებული კონცეფციის რესტორნებს. კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა.

გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია საუკეთესო ვინტაჟების და საკოლექციო სასმელების მაღაზიით Gastronome Wines&Spirits, Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 8 ფილიალით, 3 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან და ბავშვების ტანსაცმლის მაღაზიით Tartine et Chocolat

Gastronome -ში ვეძებთ თანამშრომელს კონსულტანტის პოზიციაზე.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • ანაზღაურება: 1400 ლარი + ბონუსი
  • ბონუსები: ყოველთვიური ბონუსების სისტემა.
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი (კომფორტული და ორმხრივად შეთანხმებული გრაფიკით).
  • სტაჟირება: 1 კვირა (სრულად ანაზღაურებადი).
  • ჯანმრთელობის დაზღვევა: სრულად დაფინანსებული კორპორატიული პაკეტი.
  • ფასდაკლების ბარათი
  • კარიერა: რეალური პროფესიული ზრდის პერსპექტივა ჯგუფის შიგნით.
  • აღიარება: თვიური დაჯილდოებები გამორჩეული თანამშრომლებისთვის და ჯანსაღი, მეგობრული გუნდი.

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის მართვა (ფასების შესაბამისობა, ვარგისიანობა, განლაგება, ანოტაციების შესაბამისობა და ა.შ.)
  • ონლაინ შეკვეთების მიღება და მომსახურება (Wolt)
  • ფილიალში შემოსული მომხმარებლისთვის შეთავაზებების გაკეთება კომპანიის შიდა სტანდარტების მიხედვით და სწრაფი, ეფექტური მომსახურების გაწევა
  • გაყიდვების სტიმულირება და თვიური გეგმის შესრულება
  • კომპანიის მიერ ორგანიზებულ, პროდუქციის შესახებ ტესტირებებსა და ტრენინგებზე დასწრება/მონაწილეობის მიღება

მოთხოვნები:

  • სასურველია სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობის ან HoReCa სფეროში
  • სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
  • გამართული მეტყველება

ფილიალების ადგილმდებარეობა:

  • აბაშიძის ქუჩა 65/67, ვაკე
  • ჭავჭავაძის ქუჩა 49დ, ვაკე
  • ამაღლების ქუჩა 12, სოლოლაკი
  • ბელიაშვილის ქუჩა 27ა, დიღომი
  • ვაჟა-ფშაველას გამზირი 22, საბურთალო
  • ნეკერჩხლის ქუჩა 2, ლისი
  • დადიანის ქ. 23, წყნეთი

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 15 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს გასტრონომ საქართველო) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post