9,769 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

7X7ZGT4T Posted 20 Oct Views: 18

სტაჟირება მონტესორის ადრეული განვითარების ცენტრში

Tbilisi Internship Education
Sign in and apply
Negotiable Apply by 21 Nov

ანაზღაურების გარეშე სტაჟირება მონტესორის ადრეული განვითარების ცენტრში

მონტესორის საკლასო გარემოში გამოცდილების მიღება 3 თვემდე. უნივერსიტეტში სწავლის გრაფიკთან შეთავსების შესაძლებლობა

ხართ უნივერსიტეტის სტუდენტი და გაინტერესებთ ადრეული ასაკის ბავშვთა განათლება და მონტესორის მიდგომა?

Montessori Early Learning Center გთავაზობთ პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას რეალურ საგანმანათლებლო გარემოში, გამოცდილი მონტესორის პედაგოგების ზედამხედველობითა და ხელმძღვანელობით.

სტაჟირების პირობები:

  • ხანგრძლივობა: 3 თვემდე
  • ანაზღაურება: სტაჟირება ანაზღაურების გარეშეა
  • გრაფიკი: შეთანხმებით, შესაძლებლობის ფარგლებში უნივერსიტეტში სწავლის გრაფიკთან შეთავსებით
  • ხელმძღვანელობა: სტაჟიორი იმუშავებს მონტესორის პედაგოგებთან ერთად და მიიღებს მათგან პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას.

რას მიიღებთ?

  • პრაქტიკულ გამოცდილებას მონტესორის ადრეული განათლების გარემოში;
  • მონტესორის საკლასო რუტინის, სასწავლო მასალებისა და სწავლების მეთოდების უშუალოდ გაცნობის შესაძლებლობას;
  • გამოცდილებას საკლასო გარემოს მომზადებასა და ასაკის შესაბამის საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობით, პედაგოგის ხელმძღვანელობით;
  • შესაძლებლობას, უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა რეალურ საგანმანათლებლო პრაქტიკას დაუკავშიროთ;
  • სტაჟირების დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს;
  • წარმატებით დასრულებული სტაჟირების შემთხვევაში — სარეკომენდაციო წერილს.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

  • სტაჟირების პროგრამა განკუთვნილია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ბავშვის განვითარება, ადრეული ასაკის ბავშვთა განათლება და მონტესორის პედაგოგიკა.
  • მნიშვნელოვანია სწავლისა და განვითარების სურვილი, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და პედაგოგიური გუნდის მითითებების დაცვა.

როგორ მიიღოთ მონაწილეობა?

გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და მოკლე წერილი, რომელშიც განმარტავთ, რატომ გაინტერესებთ აღნიშნულ სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა.

მიიღეთ მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება.

ისწავლეთ მონტესორის პედაგოგებისგან.

გადადგით პირველი ნაბიჯები განათლების სფეროში!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post