Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

83NKXZY5 Posted 7 Nov Views: 0

სერვის ცენტრის მიმღები ოპერატორი

ელიტი

ელიტი

ელიტი external listing
Negotiable Apply by 5 Dec
Continue to the original listing ↗

ელიტი აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის მიმღები ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი (გურამიშვილის 64) დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ( 10:00 -19:00 სთ, 2 დასვენების დღე) შერჩევის ფორმა: გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები

  • მომხმარებლის მიღება და მომსახურების სტანდარტით შესაბამისი მომსახურების გაწევა
  • შეკვეთის რეგისტრირება კომპანიის შიდა პროგრამაში - ბილინგში, ასევე ავტორიზებული ბრენდების პროგრამებში
  • მომხმარებლის ნივთის დატოვება და საწყობისთვის გადაცემა შიდა სტანდარტის შესაბამისად
  • ნივთის დატოვებისას ნივთის ვიზუალური მხარეების აღბეჭვდა პროგრამულად და მომხმარებლისთვის გაცნობა
  • მომხმარებლისთვის ნივთის გადაცემა, შესაბამისი დოკუმენტაციის ჩაბარება/წარმოება
  • ტექნიკური დასკვნის დაწერა
  • ანგარიშსწორების წარმოება და ფინანსური სამსახურის მიერ მოთხოვნილი ფორმის შევსება
  • პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და მისი აღმოფხვრისთვის საჭირო აქტივობების გატარება
  • სამუშაო პროცესის გამართული მუშაობისთვის, სამუშაო პროცესის გამარტივებისა და გაუმჯობესების კუთხით იდეების უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • საოფისე პროგრამების ცოდნა ( ms word, excel)
  • სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში, ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება)
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე სასუტველია

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/lel9R6Nd სს "ელიტ ელექტრონიქსი" საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელია საქართველოში, რომელიც 1996 წლიდან საქმიანობს და აერთიანებს 18-ზე მეტ მაღაზიას მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მომხმარებელს მომსახურების უნიკალურ სერვისს სთავაზობს. ავეჯისა და ტექნიკის მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასებსა და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს ექსკლუზიურ და პარტნიორ 200-მდე საერთაშორისო ბრენდთან ერთად: Bosch, Gorenje, Apple, Samsung და სხვა. სს "ელიტ ელექტრონიქსისთვის" ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ასევე ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა წარმოადგეს, რომელიც პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევასთან ერთად შემდგომში მათკარიერულ ზრდას და განვითარებას გულისხმობს. სს "ელიტ ელექტრონიქსი" ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს, დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post