← All vacancies

8QP4ER97 Posted 14 Nov Views: 2

SOLO ლაუნჯის სერვისის მენეჯერი / მოვალეობის შემსრულებელი

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი

Negotiable Continue to the original listing ↗

Posted 14 Nov (Days left: 4) Apply by 18 Nov

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორ და რატომაც ვაკეთებთ — ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

შპს სოლო აცხადებს ვაკანსიას SOLO სერვისის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • ანგარიშგება უშუალოდ სერვისისა და ხარისხის მენეჯერთან, კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
  • დაქვემდებარებული პერსონალის მომსახურების ხარისხისა და სტანდარტების მართვა და კონტროლი;
  • მომსახურების ხარისხის ამაღლების შესაძლებლობების სისტემატური ანალიზი, გამოვლენა და მათი რეალიზაციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • დაქვემდებარებული პერსონალის მოკლევადიანი სამუშაო მიზნების განსაზღვრა და კოორდინაცია;
  • დაქვემდებარებული პერსონალის მიერ დადგენილი პროცედურების შესრულების კონტროლი და დარღვევებზე ოპერატიული რეაგირება;
  • დაქვემდებარებული პერსონალის შეფასება და მათთვის უკუკავშირის მიწოდება;
  • SOLO ლაუნჯში შემოსული სტუმრის მომსახურების პროცესის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში პროცესში უშუალო ჩართვა;
  • SOLO ლაუნჯში შემოსული ნებისმიერი კლიენტის პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებულობა და ეფექტური კომუნიკაცია;
  • სტუმრის ინფორმირება პროდუქციის ასორტიმენტის შესახებ;
  • ახალი სოლო კლიენტისთვის SOLO ბუტიკის კონცეფციის გაცნობა;
  • გეგმური ინვენტარიზაცია და რეპორტინგი;
  • საწყობის კონტროლი და პროდუქტების გამოწერა.

ამისთვის დაგჭირდება

  • გუნდური მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციისა და სერვისის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • საოპერაციო ნაწილის დაგეგმვისა და გამართვის გამოცდილება.

სავალდებულო მოთხოვნები

  • განათლება:უმაღლესი განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება:სასურველია სერვისის ან ჰორეკას მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ენები: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთოთ რეზიუმე/CV და დააჭიროთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/solo-launjis-servisis-menejeri-tbilisi-CS3bXe

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 18 ნოემბერი, 2026.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post