ჰოთ-დოგის მზარეული
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას ჰოთ-დოგის მზარეულის პოზიციაზე.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ფუნქცია-მოვალეობები
- ჰოთ-დოგის მომზადება დადგენილი რეცეპტისა და სტანდარტების შესაბამისად;
- პროდუქტის ხარისხისა და ვიზუალური სტანდარტების დაცვა;
- სამუშაო სივრცის, ინვენტარისა და დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა;
- მომხმარებლისთვის პროდუქტის დროულად და ხარისხიანად მომზადება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები
- პუნქტუალურობა და დისციპლინა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები
- გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;
- ანაზღაურება: საათობრივი, მინ. 1200 ლარი + ეფექტური საბონუსე სისტემა;
- ლოკაცია: დიღომი, საბურთალო, თავისუფლების მოედანი;
- ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
- Fitpass ბარათს.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995577200712 ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xinrAMLc
გისურვებთ წარმატებას!