Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

XFB0DXZY Posted 12 Nov Views: 4

ტექნიკოსი

გორგია external listing
Tbilisi Full-time Other Technician
Negotiable Apply by 25 Nov
Continue to the original listing ↗
Insurance · in the ad

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე, თბილისში, ლილოს ფილიალში;

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000 მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ

  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლის ფასდაკლებას;
  • კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;

ფუნქცია-მოვალეობები

  • სექციებში მინიმალური სარემონტო სამუშაოების სწრაფი და ეფექტური შესრულება;
  • კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებლისთვის ტექნიკური კონსულტაციის გაწევა;
  • სტენდებისა და თაროების მოწესრიგება/განახლება, ახალი პროდუქციის თვალსაჩინოდ განთავსება, განლაგების შესწორება მერჩენდაიზინგული წესების გათვალისწინებით;
  • მასშტაბური, სეზონური გადალაგებების ორგანიზება, ახალი ფილიალების გახსნის პროცესში მონაწილეობა;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • პუნქტუალური;
  • კომუნიკაბელური;
  • ორგანიზებული;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებებს!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post