Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

94KXQETM Posted 13 Nov Views: 1

საბაგიროს მართვის სამსახურის მემანქანე ოპერატორი

ემ თი ეი

ემ თი ეი

ემ თი ეი external listing
₾1695 / month Sign in and apply

+23% vs the usual · usual 1,377 ₾ · 66 ads

Posted 13 Nov (Days left: 17) Apply by 30 Nov

Insurance · in the ad

შპს „ემ თი ეი“ აცხადებს ვაკანსიას საბაგიროს მართვის სამსახურის მემანქანე ოპერატორის პოზიციაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „ემ თი ეი“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის მმართველობაშია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სასრიალო არეალები და საბაგირო ინფრასტრუქტურა.

შპს „ემ თი ეი“ მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და პოზიტიური კორპორატიული სამუშაო გარემოს შექმნაზე.

ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ

  • კორპორატიულ სატელეფონო ბალანსს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სეზონურ სასრიალო აბონემენტს (ოთხი კურორტი);
  • თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს.

სამუშაო ადგილი : დაბა ბაკურიანი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შესვენება 1 საათი (14:00-15:00) სამუშაო განაკვეთი: სრული (40 საათი) ანაზღაურება: დარიცხული 1695 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები

  • საბაგიროს სადგურის გახსნა-დახურვის პროცედურის შესრულება (მათ შორის: საბაგიროს სადგურების მისადგომების სისუფთავის შემოწმება, ყინულისგან და თოვლისგან გამწმენდი სამუშაოების შესრულება);
  • საბაგიროს მართვა;
  • მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა;
  • საბაგირო გზის უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა;
  • საბაგიროს ტექნიკური პრობლემის გადაჭრის მიზნით შესაბამისი ზომების მიღება საბაგიროს გზის უფროსთან შეთანხმებით;
  • საბაგიროს ტექნიკური პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, მის შემდგომ ექსპლუატაციაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა;
  • საბაგიროდან ევაკუაციის პროცედურის შესრულებაში მონაწილეობის მიღება;
  • საბაგირო გზების ყოველდღიური შემოწმების ჟურნალში არსებული ინფორმაციის EXCEL - ში შეტანა;
  • კოორდინირებული მუშაობა საბაგიროს, გათოვლიანების და სამაშველოს მხარდაჭერის სამსახურთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • პროფესიული ან/და ტექნიკური განათლება;
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
  • სავალდებულოა მუშაობის გამოცდილება;
  • სავალდებულოა საქრთველოს მთავრობის დადგენილება N412 ,,საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
  • საქართველოს მთავრობის დადგენილება N320 ,,ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილი საბაგირო მოწყობლობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე.

პიროვნული მახასიათებლები

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრობლემის სწრაფი იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა.

შერჩევის ეტაპები

  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე არაუგვიანეს 2026 წლის 29 ნოემბრისა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

„საქართველოს კანონის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ გათვალისწინებით, მიღებული აპლიკაციები კომპანიის ბაზაში შეინახება 6 თვის განმავლობაში სამომავლო ვაკანსიასთან კანდიდატურების შესაბამისობის განხილვის მიზნით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია წაიშლება კომპანიის ბაზიდან.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post