Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

C7046XQG Posted 13 Nov Views: 2

სამაშველო და საზვავე უსაფრთხოების დეპარტამენტის სამაშველო სამსახურის მაშველი

ემ თი ეი

ემ თი ეი

ემ თი ეი external listing
Tbilisi Full-time Security
₾1875 / month Sign in and apply

Posted 13 Nov (Days left: 17) Apply by 30 Nov

Insurance · in the ad

შპს „ემ თი ეი“ აცხადებს ვაკანსიას სამაშველო და საზვავე უსაფრთხოების დეპარტამენტის სამაშველო სამსახურის მაშველის პოზიციაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „ემ თი ეი“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის მმართველობაშია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სასრიალო არეალები და საბაგირო ინფრასტრუქტურა.

შპს „ემ თი ეი“ მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და პოზიტიური კორპორატიული სამუშაო გარემოს შექმნაზე.

ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:

კორპორატიულ სატელეფონო ბალანსს;

ჯანმრთელობის დაზღვევას; სეზონურ სასრიალო აბონემენტს (ოთხი კურორტი); თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს.

სამუშაო ადგილი : დაბა ბაკურიანი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შესვენება 1 საათი (14:00-15:00) სამუშაო განაკვეთი: სრული (40 საათი) ანაზღაურება: დარიცხული 1875 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები

  • პრევენციული ზომების გატარება კურორტის სათხილამურო გზებზე;
  • დაზარალებული ადამიანის სამაშველო და დაკარგული ადამიანის ძებნის ოპერაციის დაგეგმვა-ორგანიზება კომპანიის სამუშაო არეალის ფარგლებში;
  • სასრიალო გზების გახსნა-დახურვის ყოველდღიური ჟურნალის შევსება და არსებული ინფორმაციის EXCL – ში შეტანის უზრუნველყოფა;
  • დაზარალებულის ჟურნალის აღრიცხვის შევსება და არსებული ინფორმაციის EXCL – ში შეტანის უზრუნველყოფა;
  • სათხილამურო გზების, მარშრუტებისა და საშიში ადგილების მონიშვნა, საჭიროების შემთხვევაში ამკრძლავი ბარიერის დადგმა;
  • საინფორმაციო დაფაზე ამინდის შესახებ ინფორმაციის მუდმივი განახლება;
  • სათხილამურო ტრასებიდან ზამთრის ინვენტარის ალაგება-დასაწყობება;
  • საჭიროების შემთხვევაში სათხილამურო ტრასებზე დრენაჟების მოწყობა;
  • დაზიანებული დამცავი ღობეების და საქარეების აღდგენა, ახლის მოწყობა;
  • სათხილამურო ტრასაზე ბალახის მოთიბვა-გასუფთავება და საფარის მოწყობა;
  • ქვიანი ადგილების მიწით შევსება და სათხილამურო ტრასების მოწყობა;
  • საჭიროების შემთხვევაში თოვლსატკეპნის ჯალამბარის სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;
  • უსაფრთხოების ანკერების, ბადეების მოწყობა და მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
  • ველობილიკების მოწესრიგება-გამართვა;
  • ვიზიტორთა მიმართ თავაზიანი დამოკიდებულება და მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე სრულყოფილი, ამომწურავი პასუხის გაცემა;
  • კოორდინირებული მუშაობა საბაგიროს, გათოვლიანების და სამაშველო მხარდაჭერის სამსახურთან;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის დავალებით სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სავალდებულოა პროფესიული განათლება;
  • სავალდებულოა პირველადი დახმარების სერთიფიკატი;
  • სავალდებულოა უცხო ენის/ების ცოდნა;
  • სავალდებულოა კომპანიის შინაგანაწესის, დებულების, ეთიკისი კოდექსისა და თანამდებობრივი აღწერილობის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • თავაზიანობა;
  • მობილიზებულობა;
  • სტრატეგიული დაგეგმვისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა.

შერჩევის ეტაპები

  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე არაუგვიანეს 2026 წლის 29 ნოემბრისა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

„საქართველოს კანონის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ გათვალისწინებით, მიღებული აპლიკაციები კომპანიის ბაზაში შეინახება 6 თვის განმავლობაში სამომავლო ვაკანსიასთან კანდიდატურების შესაბამისობის განხილვის მიზნით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია წაიშლება კომპანიის ბაზიდან.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post