Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

9VJ5YW4A Posted 10 Nov Views: 0

დისტრიბუციის ცენტრის კოორდინატორი

₾1800 / month Apply by 11 Dec
Sign in and apply

სს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ, უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს.

სს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის ცენტრის კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო საათები: 40 საათი კვირაში, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. ანაზღაურება: 1800 ლარი NET

სამუშაო აღწერილობა

  • შეკვეთების აწყობა და შეგროვება ზედნადების მიხედვით;
  • პროდუქციის გადანაწილება დადგენილი პრიორიტეტების მიხედვით;
  • შეკვეთების ტრანსპორტირებისთვის მომზადება;
  • გაყიდვების დოკუმენტის შექმნა და ინფორმაციის ასახვა 1C ERP სისტემაში;
  • ყუთების რეალიზაციის აღრიცხვა;
  • სამუშაო საათების განმავლობაში შიდა ინვენტარიზაციის ჩატარება და არსებული მარაგების გადამოწმება (SKU/BULK);
  • სამუშაო საათების განმავლობაში არსებული მარაგების აღრიცხვის სიზუსტის უზრუნველყოფა;
  • სამუშაო საათების განმავლობაში არსებული მარაგების სათანადო შენახვა და ტემპერატურული რეჟიმის დაცვა ნედლეულის ხარისხის შესანარჩუნებლად;
  • გამოვლენილი შეცდომებისა და შეუსაბამობების შესახებ დისტრიბუციის ცენტრის მენეჯერის დროული ინფორმირება;
  • დისტრიბუციის ცენტრის მენეჯერის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, თანამშრომლებს შორის დავალებების განაწილება და შესრულების კოორდინაცია;
  • სამუშაო ზონისა და პერიმეტრის წესრიგის უზრუნველყოფა;
  • უსაფრთხოების ნორმებისა და საწყობის მართვის დადგენილი სტანდარტების დაცვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული დამატებითი დავალებების შესრულება პოზიციის ფუნქციების ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საწყობის ან დისტრიბუციის ცენტრის პროცესების კოორდინაციის მიმართულებით ;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word);
  • სასურველია 1C ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება;

ბენეფიტები

  • ჯანმრთელბის დაზღვევა;
  • ფასდაკლება ორგანიზაციის პროდუქციაზე;
  • კომპანიის მიერ თანამშრომლის წილი საპენსიო შენატანის (2%) დაფარვა.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: განაცხადის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის (რეზიუმეს) შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნით და არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post