მზარეული
პიცერია "ლა გამბა" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
Instagram: https://www.instagram.com/lagamba.tbilisi
სამუშაო გრაფიკი: "ლა გამბა" მუშაობს ყოველდღე 12:00-დან 00:00-მდე. დილის ცვლაა 12:00-18:00, საღამოს ცვლა - 18:00-00:00. სტანდარტული ცვლის ხანგრძლივობა 6 საათია.
ანაზღაურება:
ერთი 6-საათიანი ცვლის ანაზღაურება - 55 ლარია ხელზე. თვიური ხელფასი დამოკიდებულია ნამუშევარი ცვლების რაოდენობაზე და 900-დან 1, 400 ლარამდე მერყეობს. ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ.
დამატებითი პირობები
- ერთჯერადი უფასო კვება ცვლის მანძილზე;
- საღამოს ცვლის დასრულების შემდეგ ტაქსით მგზავრობის დაფინანსება.
მოვალეობები
- ნეაპოლიტანური პიცის გამოცხობა;
- პიცისთვის საჭირო ინგრედიენტების მომზადება;
- სამუშაო სივრცის სისუფთავის დაცვა.
პიროვნული უნარები
- დატვირთვის დროს მუშაობის უნარი;
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
გამოცდილება:
სასურველია პიცის მცხობლად მუშაობის გამოცდილება. შერჩეული კანდიდატი გაივლის 5-დღიან გადამზადებას.
სამუშაო ადგილი:
პეტრიაშვილის ქ. 1, ღვინის ქარხანა N1: https://maps.app.goo.gl/k5pnizrctiZj5Ff56
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.