Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

AA2GS264 Posted 3 Nov Views: 0

მეურნეობის ტექნიკური მენეჯერი

გროსვატი

გროსვატი

გროსვატი external listing
₾2000 / month Apply by 15 Nov
Sign in and apply

შპს გროსვატი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე მეურნეობის ტექნიკური მენეჯერი

სამუშაო ადგილი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი უჯარმა ანაზღაურება: 2 000 ლარიდან — გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ნოემბერი, 2026 წელი

სოფელ უჯარმაში მდებარე მეურნეობისთვის, რომელიც მოიცავს მზის ელექტროსადგურებსა და სათბურებს, ვეძებთ ტექნიკური განათლებისა და მენეჯერული უნარების მქონე თანამშრომელს.

პოზიციის მიზანია მეურნეობის ყოველდღიური მუშაობის ორგანიზება, ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა და საჭირო სამუშაოების დაგეგმვა, შესრულება და შესრულების კონტროლი.

ძირითადი მოვალეობები

  • მეურნეობის ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის მდგომარეობის რეგულარული შემოწმება და მოვლა-პატრონობის ორგანიზება;
  • ტექნიკური საჭიროებებისა და გაუმართაობების დროული გამოვლენა და შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა და შესრულება;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პრაქტიკული ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
  • საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის მოძიება და მობილიზება, დავალებების განაწილება და 4–5 თანამშრომლის მუშაობის მართვა;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის, ვადებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლი;
  • ხელმძღვანელისთვის მეურნეობის მდგომარეობის, შესრულებული სამუშაოებისა და საჭირო რესურსების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის სხვა ობიექტებზე გასვლა ანალოგიური სამუშაოების შესასრულებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება;
  • ტექნიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • მცირე გუნდის მართვის გამოცდილება ან შესაბამისი ორგანიზაციული უნარები;
  • ტექნიკური ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის გამოყენების ცოდნა;
  • პრაქტიკული ტექნიკური უნარები და საველე პირობებში მუშაობის მზადყოფნა;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • საჭიროების შემთხვევაში, სხვა ლოკაციებზე სამუშაოდ გასვლის მზადყოფნა.

უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს

  • განათლება ენერგეტიკის ან ელექტროინჟინერიის მიმართულებით;
  • ელექტროუსაფრთხოების შესაბამისი ჯგუფი/კვალიფიკაცია;
  • მზის ელექტროსადგურების, სათბურების ან მსგავსი მეურნეობის ტექნიკური მომსახურების გამოცდილება.

პიროვნული თვისებები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების პრაქტიკულად გადაჭრის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ

  • ანაზღაურებას 2 000 ლარიდან, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
  • სამუშაოს შესასრულებლად საჭირო აღჭურვილობითა და ინსტრუმენტებით უზრუნველყოფას;
  • სამუშაოს წარმატებით შესრულების შემთხვევაში, კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის მიერ ორგანიზებულ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებსა და ტრენინგებში მონაწილეობას.

განაცხადის გამოგზავნა: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ან მოკლე ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ ელფოსტაზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post