გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის მორიგე ექიმი
თოდუას კლინიკა აცხადებს ვაკანსიას გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის (ER) მორიგე ექიმის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: 16-საათიანი მორიგეობა დასაქმების ტიპი: ცვლებში მუშაობა
ძირითადი მოვალეობები
- გადაუდებელი პაციენტების პირველადი შეფასება და სამედიცინო დახმარების გაწევა;
- პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის შეფასება და შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებების განხორციელება;
- საჭირო დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცესების კოორდინაცია;
- სხვა სპეციალობის ექიმებთან თანამშრომლობა;
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი;
- გადაუდებელი მედიცინის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ;
- კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარები.
უპირატესობად ჩაითვლება
- ექოსკოპიური კვლევის ჩატარებისა და შედეგების შეფასების უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/cYLNue9d