Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

AF2T8PSJ Posted 14 Nov Views: 0

წარმოების მენეჯერი

მადარტი external listing
₾2500–3000 / month Sign in and apply

Posted 14 Nov (Days left: 30) Apply by 14 Dec

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს, "მადარტის" გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!

დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer

გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე!

შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე, ამიტომ ნუ გადადებ!

აღნიშნულ პოზიციაზე მოსახვედრად შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

  • გასაუბრება HR სპეციალისტთან;
  • გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელთან;
  • სტაჟირების ეტაპი ფილიალში.

ჩვენ ვითხოვთ

  • უმაღლეს განათლებას;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2+ წლიანი გამოცდილებას;
  • პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
  • პერმანენტულ ინიციატივებს;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარს;
  • გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • საწარმოო პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
  • წარმოების განყოფილებების საქმიანობის კოორდინაცია;
  • საწარმოო გეგმის შედგენა და შესრულების მონიტორინგი;
  • ნედლეულის საჭიროების განსაზღვრა, მარაგების მართვა და შესყიდვის ინიცირება;
  • ტექნოლოგიური პროცესებისა და რეცეპტურის დაცვის უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის ხარისხის კონტროლი წარმოების ყველა ეტაპზე;
  • საწარმოო დანადგარების გამართული მუშაობის კონტროლი და ტექნიკური მომსახურების კოორდინაცია;
  • საკვების უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დანერგვა და კონტროლი;
  • პერსონალის სამუშაო გრაფიკის დაგეგმვა, ამოცანების განაწილება და შესრულების შეფასება;
  • თანამშრომლების სწავლება და პროფესიული განვითარება;
  • ნარჩენებისა და დანაკარგების მინიმიზაცია;
  • წარმოების საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე;
  • ანაზღაურება: 2500-3000 ლარი.

ჩვენ ასევე გთავაზობთ

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ით სარგებლობას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
  • უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა, კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში, დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ, აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post