Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

AHKGNMS1 Posted 11 Nov Views: 1

ხარისხის მართვისა და რეკლამაციების მენეჯერი

Negotiable Apply by 10 Dec
Continue to the original listing ↗
Insurance · in the ad

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" 2011 წლიდან ზრუნავს ადამიანებისა და ბიზნესების ფინანსურ უსაფრთხოებაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბდით ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან პროფესიონალიზმის, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამო.

ჩვენ მუდმივად ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, ვნერგავთ თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს და ვქმნით საუკეთესო გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლებისთვის.

თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც ფასდება ინიციატივა, პროფესიული განვითარება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, შემოუერთდით "უნისონის" გუნდს.

სადაზღვევო კომპანია უნისონი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ხარისხის მართვისა და რეკლამაციების მენეჯერის პოზიციაზე.

სადაზღვევო კომპანია უნისონი ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ ადამიანებს. გელით ხარისხის მართვისა და რეკლამაციების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გამრეკელის N19 სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30

ფუნქცია-მოვალეობები

  • კლიენტთა რეკლამაციების მიღება, რეგისტრაცია, ანალიზი და დროული დამუშავების უზრუნველყოფა;
  • რეკლამაციების განხილვის პროცესის კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან (ზარალები, ანდერრაიტინგი, გაყიდვები, ქოლ ცენტრი და სხვ.);
  • რთული და ესკალირებული შემთხვევების მართვა, საჭიროების შემთხვევაში ექსპერტიზის დანიშვნა;
  • რეკლამაციებზე რეაგირების ვადების კონტროლი და SLA-ების დაცვა;
  • რეკლამაციების მიზეზების ანალიზი და სისტემური პრობლემების იდენტიფიცირება;
  • სამედიცინო დაზღვევის პროცესების ხარისხის მონიტორინგი და გაუმჯობესების ინიციატივების განხორციელება;
  • ხარისხის სტანდარტებისა და პროცედურების შემუშავება, განახლება და კონტროლი;
  • მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევების (CSAT, NPS და სხვა) დაგეგმვა, ანალიზი და შედეგების ინტერპრეტაცია;
  • შიდა ტრენინგების ინიცირება/ჩატარება ხარისხის გაუმჯობესებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების განვითარების მიზნით;
  • პერიოდული ანგარიშგება (რეკლამაციები, ხარისხის მაჩვენებლები, ტენდენციები) და რეკომენდაციების წარდგენა მენეჯმენტთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება ;
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების, რეკლამაციების მართვის ან ხარისხის კონტროლის მიმართულებით
  • სასურველია სადაზღვევო/ფინანსურ სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
  • MS Office-ის ცოდნა
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
  • პრობლემების ანალიზისა და გადაწყვეტის უნარი
  • კონფლიქტების მართვის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ატვირთოთ რეზიუმე. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

წარმატებებს გისურვებთ!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post