← All vacancies

ANZMTKSM Posted 19 Nov Views: 0

წარმოების დოკუმენტაციის აღრიცხვის სპეციალისტი

Caucasian PET Company external listing
₾1700 / month Sign in and apply

Posted 19 Nov (Days left: 30) Apply by 19 Dec

სს "კავკასიან პეტ კომპანი" ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.

ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში.

ვაცხადებთ ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: წარმოების დოკუმენტაციის აღრიცხვის სპეციალისტი

თანამდებობრივი მოთხოვნები

  • უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება (უპირატესობა მიენიჭება ისეთ დარგებს როგორიცაა: ეკონომიკა, ფინანსები, საგადასახადო აღრიცხვა).
  • დოკუმენტბრუნვის სპეციალისტად ან 1C ოპერატორად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
  • 1С პროგრამის კარგად ცოდნა, ასევე MS Excel, MS Word, Outlook, MS Office, Internet პროგრამებში მუშაობის უნარები.
  • ქართული და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა - სასურველია.
  • დიდი მოცულობის დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება.
  • პირველადი დოკუმენტაციის საფუძველზე სააღრიცხვო მონაცემთა ბაზაში საქონლის ბრუნვის შესახებ ინფორმაციის შეყვანის გამოცდილება,
  • სააღრიცხვო ბაზისა და საწყობის ბაზის მონაცემებს შორის საქონლის ბრუნვისა და ნაშთების შედარების გამოცდილება, ყოველთვიური ინვენტარიზაციის ჩათვლით.
  • თვითორგანიზების უნარი, პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლიანობა, ოპერატიულობა, ენერგიულობა.
  • პერსონალური პასუხისმგებლობა მომზადებული ინფორმაციის ხარისხსა და სიზუსტეზე.

საჭირო პროფესიული ცოდნა, უნარები და თანამდებობრივი მოვალეობები:

  • პასუხისმგებელია პირველადი დოკუმენტაციის შეყვანაზე Excel-ში, მასალების გადაადგილების გადამოწმებაზე საწყობებს შორის, ჩეკ-ლისტების გადამოწმებაზე.
  • წარმოების Excel-ის ბაზაში მზა პროდუქციის გამოშვების, მზა პროდუქციის წარმოების, ნედლეულის, საღებავების, დანამატების, შეფუთვის მასალების ჩამოწერის ყოველდღიური აღრიცხვა.
  • Excel-ის და 1С-ის ბაზაში წუნდებული და საეჭვო ხასიათის პროდუქციის ყოველდღიური აღრიცხვა.
  • საქონლის მოძრაობისა და ნაშთების სააღრიცხვო მონაცემთა ბაზაში წარმოების მონაცემებთან შედარება.
  • ბოლო 24 საათში წარმოებული მზა პროდუქციის ყოველდღიური ფაქტობრივი გადამოწმება, თანმხლები დოკუმენტების შედგენა და 1С КС ბაზაში შეყვანა.
  • დოკუმენტების გატარება 1С КС ბაზაში მზა პროდუქციის გამოშვების და გადაადგილების / ნედლეულის დატვირთვისას. One Pack.
  • საწარმოო დოკუმენტაციის მართვა/წარმოება, ყოველთვიურ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება.
  • 1С КС -ში და Excel-ში ხელმძღვანელობისთვის ანგარიშების მომზადება.

სამუშაო პირობები: ქ. რუსთავი, სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 08:00-დან 17:00-მდე. ხელფასი საგამოცდო (6 თვე) პერიოდის განმავლობაში 1700 ლარი ხელზე. პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე.

ჩვენი სოციალური პაკეტი მოიცავს: ჯანმრთელობის დაზღვევა; ტრანსპორტირება - სამსახურში მიყვანა-წამოყვანა (რუსთავში); კორპორატიულ ნომერი; კვება; FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (ბასეინი, სატრენაჟორო დარბაზი).

რეზიუმე გამოაგზავნეთ ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე ელ. მისამართზე

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post