Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

B28S1KV5 Posted 7 Nov Views: 0

ავია სატვირთო გაყიდვებისა და ჯავშნების სამსახურის სპეციალისტი

ლასარე external listing
Tbilisi Full-time Sales
₾3500 / month Apply by 4 Dec
Sign in and apply

კომპანია Lasare, რომელიც წარმოადგენს საავიაციო სატვირთო ტერმინალისა და საბაჟო საწყობის კომპლექსურ ერთობლიობას, აცხადებს ვაკანსიას ავია სატვირთო გაყიდვებისა და ჯავშნების სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე. დასაქმებულს ვთავაზობთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს და სხვადასხვა ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობას

  • სატრანსპორტო მომსახურება ზედა სამგორის მეტროდან
  • საადვოკატო მომსახურების ბარათი
  • მრავალფეროვანი ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობა

ადგილმდებარეობა: ქ თბილისი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, ყოველი მეოთხე კვირა- 12:00-20:00 ანაზღაურება: 3500 ლარი ყოველთვიურად, რომელშიც შედის კანონით გათვალისწინებული ყველა გადასახადი.

ძირითადი ფუნქციები

  • დაკვეთების მიღება, დამუშავება და მომხმარებლებისთვის მომსახურების საუკეთესო პირობების შეთავაზება
  • ახალი მომხმარებლების მუდმივი ძიება და გაყიდვების მიმართულების იმიჯზე ზრუნვა
  • აგენტებთან კომუნიკაცია და ტარიფებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება
  • მომხმარებლის ინფორმირება გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერით
  • სატვირთო გაყიდვების მენეჯერთან მომსახურების პირობების და ტარიფების შეთანხმება, დამკვეთთან კომუნიკაციის დამყარება და ორმხრივი შეთანხმების შემდეგ ხელშეკრულების გაფორმება
  • ტვირთის დაზღვევასთან დაკავშირებული პროცედურების გატარება
  • ბუღალტერიისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება ინვოისის გამოსაწერად
  • ბუღალტერიის მხრიდან გამოწერილი ინვოისის წარდგენა დამკვეთისთვის
  • ხელმოწერილი ხელშეკრულებების აღრიცხვა და კონტროლი

მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება
  • სავალდებულოა უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული
  • მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

უნარები

  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები
  • დეტალებზე ორიენტირების უნარები

ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "Lasare"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით მ, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს “Lasare” -მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე; გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "Lasare”-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post