Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

BC75NJ5K Posted 9 Nov Views: 0

ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი

Tbilisi Internship Other
Negotiable Apply by 10 Dec
Sign in and apply
Uniform · in the adInsurance · in the adTraining · in the ad

"ორკინი საქართველო" გეპატიჟებათ კარიერის შესაქმნელად კომერციული/სამომხმარებლო მომსახურების ინდუსტრიაში ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე — შექმენით ან განაახლეთ რეზიუმე და მიიღეთ გამოცდილება გლობალურ ბრენდებთან და გამოცდილ ინვესტორებთან თანამშრომლობით.

პოზიციის დასახელება: ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი (მომავალში მარშრუტის მენეჯერი)

"ორკინი საქართველო" წარმოადგენს წამყვან მულტინაციონალურ ჯგუფს Orkin International-ს, რომელიც მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში ემსახურება სასტუმროებს, საწარმოებს და სხვა ბიზნესებს, მავნებლის პრევენციის და კონტროლის მიმართულებით (დერატიზაცია-დეზინსექცია-დეზინფექცია და დაკავშირებული სხვა სპეციალიზებული მომსახურება).

სამუშაო გრაფიკი: სრული, სტანდარტული განაკვეთი ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები

  • ობიექტების (გარე და შიდა სივრცეების) შემოწმება, მონიტორინგი და ტექნიკური დამუშავება;
  • სპეციალური მასალებისა და ქიმიური საშუალებების უსაფრთხო გამოყენება დადგენილი რეგულაციების შესაბამისად;
  • დერატიზაცია/დეზინსექცია/დეზინფექციის სამუშაოების შესრულება;
  • ყოველთვიურად გრაფიკის მიხედვით ვიზიტების წარმოება ობიექტებზე;
  • ტექნიკური აპარატურის, აღჭურვილობისა და სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობა;
  • დამკვეთებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია ჰიგიენა-სანიტარიისა და შენობების მოვლის საკითხებზე;
  • სამუშაო დოკუმენტაციის, ვიზიტებისა და გახარჯული რესურსების შესაბამის პლატფორმაზე აღრიცხვა;
  • მარშრუტის დაგეგმვა და კოორდინაცია სერვისის მენეჯერთან და კომპანიის ხელმძღვანელობასთან;
  • დამკვეთების შენიშვნებზე სწრაფი და პროფესიონალური რეაგირება;
  • თანამშრომლობა კომპანიის სხვადასხვა განყოფილებებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასურველია უმაღლესი განათლება ან/და პროფესიული სასწავლებელი (გადამზადების კურსები);
  • სასურველია, (არა აუცილებელი) სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
  • აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია) და ავტომობილის ტარების მინ. 2-წლიანი გამოცდილება

შენ იქნები იდეალური კანდიდატი, თუ

  • ხარ მოტივირებული და პასუხისმგებლობიანი;
  • მოგწონს ტექნიკური/საველე სამუშაო;
  • გსურს კარიერა სტაბილურ, მოთხოვნად და საერთაშორისო სფეროში;
  • შეგიძლია ეფექტური კომუნიკაცია როგორც კოლეგებთან, ისე დამკვეთებთან;
  • ხარ ფიზიკურად აქტიური;
  • გაინტერესებს მომსახურების ხარისხზე და ადამიანებზე ზრუნვაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

რას გთავაზობთ ჩვენ?

  • საწვავით უზრუნველყოფილი კომპანიის კუთვნილი ავტომობილი, სამუშაო მიზნებისთვის;
  • კორპორაციული ნომერი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass;
  • სტაბილური ანაზღაურება გამოცდილებისა და შედეგების შესაბამისად;
  • დარგის პროფესიონალურად შესწავლა და სხვადასხვა სახის ტრენინგები;
  • მუდმივი მხარდაჭერა კომპანიის მენეჯმენტისა და თანამშრომლებისგან;
  • კარიერული განვითარება.

ჩვენი დამკვეთები არიან: კვების, სასმლისა და ფარმაცევტული ინდუსტრიები; სასტუმროები, რესტორნები და კაფეები; საცალო ქსელები და კომერციული ობიექტები; კლინიკები; საცხოვრებელი კომპლექსები; საწყობები, ინდუსტრიული შენობები და სხვ.

რატომ "ორკინი"?

  • მომსახურების სფერო, რომელიც მუდმივად ვითარდება;
  • კარიერა, რომელსაც გლობალური სტაბილურობა და ადგილობრივი მხარდაჭერა აქვს;
  • მუდმივი სწავლება და განვითარება დარგში და კარიერაში;
  • ჩვენთან თქვენ შექმნით ან განაახლებთ თქვენს რეზიუმეს გლობალურ ბრენდთან და მის წარმომადგენელ კომპანიასთან ერთად.

განწყობა, პიროვნული მახასიათებლები და სწორი მოლოდინები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საწყისი კვალიფიკაცია!

  • უნდა იყო მომსახურებაზე ორიენტირებული - გქონდეს შინაგანი სურვილი, დამკვეთს ხარისხიანად მოემსახურო;
  • საჭიროა ენთუზიაზმი, ინტერესი და ცნობისმოყვარეობა - გქონდეს სწავლის სურვილი და მზაობა ახალი ცოდნის მუდმივად ათვისებაზე;
  • იყო შრომისმოყვარე, ამოცანების გადაჭრის მოტივით მოქმედი და მიზანმიმართული;
  • უნდა შეგეძლოს ახალი დარგის სწრაფად ათვისება - საჭიროა, რომ ახალ დარგს და ახალ ტექნიკურ სპეციალობას აუღოს ალღო, მოისმინოს და ისწავლოს მუდმივად;
  • გქონდეს პოზიტიური, იმედიანი დამოკიდებულება ცხოვრებისა და განვითარების შესაძლებლობების მიმართ;
  • უნდა შეგეძლოს კრიტიკის მიღება და გამოყენება პროგრესისთვის - სამართლიან შენიშვნებზე სწორი რეაგირება და თვითგანვითარება;
  • გქონდეს დროის შეგრძნება - მოახერხო სამუშაო დროის ეფექტურად გამოყენება;
  • მუდმივად ცდილობდე, იყო ორგანიზებული, მოწესრიგებული, ყურადღებით ეპყრობოდე დეტალებს და არ გაგაღიზიანოს რუტინულმა პროცესებმა;
  • იყო ფიზიკურად აქტიური, რათა შეძლო გარე და შიდა სამუშაოების შესრულება;
  • გქონდეს მზაობა უნიფორმის ტარებაზე, საჭირო აღჭურვილობით მუშაობაზე და მობილურ აპლიკაციებთან და ელფოსტასთან დაკავშირებულ ამოცანებზე რეაგირებაზე.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV/რეზიუმე მითითებულ მეილზე ან/და სამუშაო დღეებში, 09:00-18:00 საათებში, დაგვიკავშირდით ნომერზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post