Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

BVCHA2QX Posted 5 Nov Views: 3

სტუმართმოყვარეობის ლიდერი

McDonald’s Georgia external listing
Negotiable Apply by 6 Dec
Sign in and apply

ჩვენ, "მაკდონალდს საქართველო", 1999 წლიდან ვოპერირებთ ქართულ ბაზარზე და ვართ ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყანაში მომსახურების კულტურის განვითარებაში.

დღეს ჩვენს სტუმრებს ვემსახურებით 29 რესტორნით (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი), ხოლო ჩვენი დიდი გუნდი უკვე აერთიანებს 2600-ზე მეტ ახალგაზრდა თანამშრომელს.

პოზიციის დასახელება: სტუმართმოყვარეობის ლიდერი სამუშაო ადგილი: თელავი

რას გთავაზობთ

  • დინამიურ სამუშაოს პროფესიონალთა დიდ, კეთილგანწყობილ და მეგობრულ გუნდში;
  • უწყვეტ, სამუშაოსთან დაკავშირებული სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;

სტუმართმოყვარეობის ლიდერის პოზიციის ძირითადი ვალდებულებები:

  • სტუმრების კეთილგანწყობით დახვედრა;
  • სტუმრების ნაკადის მართვა;
  • სტუმრების დახმარება, შეუკვეთონ ჩვენს რესტორნებში განთავსებულ კიოსკებთან;
  • სტუმრებისათვის კონსულტაციის გაწევა მენიუს შერჩევაში;
  • სტუმრებისათვის ჩვენი ახალი პროდუქტებისა და აქციების პრეზენტირება;
  • სტუმრებისათვის ინფორმაციის მიწოდება ჩვენი პროდუქტის ხარისხისა და მათი კვებითი ღირებულებების შესახებ;
  • სტუმართა შეკითხვებსა და მიმართვებზე რეაგირება, პასუხი და მათი დახმარება;

განათლება, კვალიფიკაცია და უნარები

  • განათლება: უმაღლესი (ბაკალავრი)
  • კვალიფიკაცია: სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში ან მომსახურების სფეროში, კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება;

აუცილებელი უნარები

  • ეფექტური კომუნიკაცია
  • პროდუქტის პრეზენტირება
  • მოლაპარაკებების მართვა
  • ერთდროულად რამდენიმე ამოცანის განხორციელება
  • სტრესულ გარემოში ადაპტირება
  • ემოციების მართვა

უცხო ენა: აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე.

რეზიუმეს გაგზავნით ვადასტურებ, რომ თანახმა ვარ მაკდონალდს საქართველოს მიერ, ჩემი კანდიდატურის შერჩევისა და შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნით განხორციელდეს ჩემი პერსონალური ინფორმაციის (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია) დამუშავება, შენახვა და მესამე პირთათვის გადაცემა.

თანხმობა ეხება შემდეგ პერსონალურ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს (პირადი ნომერი, სერია და სხვა), მისამართს, განათლებას, სამუშაო ადგილს, ტელეფონს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, განათლების ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, ბიოგრაფიას, სარეკომენდაციო წერილებს, ფოტოსურათს, აგრეთვე, სხვა ნებისმიერ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა დამუშავება ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით.

თანახმა ვარ, მაკდონალდს საქართველოს მიერ ჩემი პერსონალური ინფორმაცია ინახებოდეს 3 (სამი) წლის ვადით ზევით მითითებული მიზნიდან გამომდინარე.

ინფორმირებული ვარ, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია უარი ვთქვა ჩემს მიერ გაცხადებულ თანხმობაზე ან მოვითხოვო მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა (მონაცემთა დამუშავების დროებითი შეჩერება), წაშლა ან განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის გზით.

ვადასტურებ აღნიშნულ ანკეტაში ჩემს მიერ მითითებული პერსონალური მონაცემების სისწორეს.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post