შოურუმის გაყიდვების მენეჯერი
შპს "მაქსთერმი" რომელიც 2005 წლიდან პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გათბობის, გაგრილების, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის მიმართულებით, ასევე სააბაზანოს პრემიუმ ავეჯის ხაზისა და კერამიკის მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას შოურუმის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის 149;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- მომხმარებლის თავაზიანად დახვედრა და მომსახურება;
- შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა;
- მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა, შოურუმში წარმოდგენილი ბრენდების შეთავაზება და გაყიდულ ნივთზე ინვოისის გამოწერა;
- შოურუმში პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა, ფასების ცვლილების ასახვა;
- მომხმარებლის მოზიდვის მიზნით კომპანიის მიერ დაგეგმილ აქტივობებში და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- აუცილებელია სანტექნიკის ან გათბობა-გაგრილების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონეზე);
პიროვნული თვისებები
- პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა, ორგანიზებულობა;
- მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება;
- გუნდურად მუშაობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
სამუშაო საათები: 09:30-18:00 ორშაბათი-შაბათი; (ერთი მოკლე დღე) ხელფასი: შეთანხმებით
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე. ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - შოურუმის გაყიდვების მენეჯერი.
ვაკანსიის განთავსების ვადა: 19.11.2026-დან 2 კვირის ვადით
გისურვებთ წარმატებებს!