9,768 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

CJW9XE41 Posted 20 Oct Views: 13

პროდუქციის დალაგების სპეციალისტი

გეფა external listing
Continue to the original listing ↗
₾1000–1500 / month Apply by 21 Nov
Official contract · in the ad

სს "გეფა" წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. სს "გეფა" ჯორჯია კაპიტალის (GCAP), ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის აქციებიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტში. "გეფას" ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: GPC, Pharmadepot, The Body Shop და Afflelou Paris.

"გეფა", როგორც დამსაქმებელი თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის შექმნაზე, სადაც თითოეული ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს.

კომპანიის გუნდში ვეძებთ ტალანტს, პროდუქციის დალაგების სპეციალისტის პოზიციაზე.

შემოგვიერთდი! განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად!

რას გთავაზობთ ჩვენ?!

  • დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს
  • მეგობრულ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდს
  • ჯანმრთელობასა და თავის მოვლასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს
  • კვების დაფინანსებას
  • სატრანსპორტო მომსახურებას

ჩვენი სამუშაო პირობებია!

  • ვმუშაობთ ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით
  • სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 ან 10:00-19:00
  • მისამართი: დიდი დიღომი, პეტრე იბერის 13; ეველინა თავაძის 14 (ყოფილი ფეიქრების 14)
  • ანაზღაურება: 1000₾-1500₾

რისი კეთება მოგიწევს ჩვენთან?

  • პროდუქციის განთავსება თაროებზე დადგენილი სტანდარტის მიხედვით და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა
  • მიმღებ განყოფილებაში შემოსული პროდუქციის საწყობის მთლიანი მასშტაბით დალაგება შეფუთვის ტიპის, რაოდენობის, მწარმოებლის, დასახელების, სერიის, ვარგისიანობის ვადის მიხედვით.
  • რეალურად მიღებული და ტერმინალში დაფიქსირებული პროდუქციის დასახელების/მონაცემების პროგრამული დადარების წარმოება.
  • მიღებული პროდუქციის დაშლა/დალაგების პროცესში მონაწილეობა და მეთვალყურეობა.

რა დაგჭირდება ამ პოზიციაზე?!

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • საშუალო განათლება

რომელი უნარები დაგეხმარება საქმის უკეთ შესრულებაში?!

  • გუნდთან მეგობრული და დროული კომუნიკაცია
  • პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • დეტალების მიმართ ყურადღება

თუ გრძნობ, რომ ეს საქმე შენია, შემოგვიერთდი, გამოგვიგზავნე CV შემდეგ ელ.მისამართზე: jobs@gepha.com (გთხოვთ, მეილის subject ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება) ან დაგვირეკეთ მითითებულ ნომერზე: 577 34 15 50

"გეფა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს "გეფა"-ს მიერ (ს/ნ 201991229) (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება: კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან; დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ სს "გეფა"-ს და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: HR.info@gepha.com.

სს "გეფა" აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის, როგორიცაა: კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; რასა; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

სს "გეფა" დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post