← All vacancies

E8B96C76 Posted 16 Nov Views: 2

მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერი - შუადღის ცვლა

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი

Negotiable Continue to the original listing ↗

Posted 16 Nov (Days left: 14) Apply by 30 Nov

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

საქართველოს ბანკის კონტაქტ ცენტრში მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე ვაცხადებთ ვაკანსიას ქ. თბილისში. სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 14:00 საათიდან - 22:00 საათამდე;

რას ვსაქმიანობთ ჩვენ? მომხმარებლებს სატელეფონო და დისტანციური საკომუნიკაციო არხებით ვემსახურებით უწყვეტ რეჟიმში, ვუწევთ კონსულტაციას, ვთავაზობთ საბანკო პროდუქტებს და საჭიროების შემთხვევაში ვახორციელებთ საბანკო ოპერაციებს.

ჩვენ გთავაზობთ

  • საბანკო პროდუქტების, პროცედურების და მომხმარებელთან ურთიერთობის თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს, რომელიც დაგეხმარება პიროვნული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;
  • მოქნილ სამუშაო განაკვეთს და ფიქსირებულ ხელფასს (დარიცხული 1205 (-20%))+ ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);
  • მხარდამჭერ, განვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებულ მეგობრულ გარემოს;
  • კარიერულ განვითარებას საქართველოს ბანკის მასშტაბით.

ჩვენთან მოგეწონება, თუ

  • გამოტივირებს სხვების დახმარება და მათთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა;
  • თავს კომფორტულად გრძნობ დინამიკურ და მრავალფეროვან გარემოში;
  • ხარ კომუნიკაბელური, ღია და კეთილგანწყობილი;
  • ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • გსურს საბანკო საქმიანობის გაცნობა და განვითარება საქართველოს ბანკის მასშტაბით;
  • საბაზისო დონეზე ფლობ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.

საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი, 2026.: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/momxmarebelta-mxardacheris-menejeri-shuadgis-cvla-tbilisi-xlIIBN?source=Hr.ge

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post