ოჯახის ექიმი/ნევროლოგი
"Symmetria" — ფიზიკური რეაბილიტაციის თანამედროვე ცენტრია, რომელიც პაციენტებს ინდივიდუალური პროტოკოლებით, მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად მკურნალობს ბიომექანოთერაპიის მეთოდის საშუალებით.
“სიმეტრია” აცხადებს ოჯახის ექიმ-ნევროლოგის 2 პოზიციას თბილისში (ჩვენი ფილიალები მდებარეობს საბურთალოზე, ვაკეში და ისანში). განიხილება ორი კანდიდატი, როგორც ბავშვთა, ასევე მოზარდთა ნევროლოგები.
ფუნქცია-მოვალეობები
- პაციენტების მიღება და საწყისი კონსულტაცია, გასინჯვა, ანამნეზის შეკრება;
- პაციებტის მართვა, სამკურნალო გეგმის განსაზღვრა და მდგომარეობის მონიტორინგი;
- შიდა პროტოკოლებით სამედიცინო მომსახურების გაწევა;
- სამედიცინო ჩანაწერების წარმოება საქართველოს კანონმედლობის შესაბამისად;
- საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემის უზრუნველყოფა.
აუცილებელი მოთხოვნები
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- სახელმწიფო სერტიფიკატი ნევროლოგიაში;
- გამოცდილება ექიმის პოზიციაზე (რეზიდენტები და უმცროსი ექიმები არ განიხილება);
უპირატესობად ჩაითვლება
- რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ
- გრაფიკი მოლაპარაკებით: სრული ან შეთავსებით (ნახევარ განაკვეთი);
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
- პროფესიულ განვითარებასა და სტრატეგიულ პროექტებში მონაწილეობას;
- სტაბილურობასა და მხარდაჭერას;
- კლინიკის მომსახურებაზე ფასდაკლებებს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის.
გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე
წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “ნევროლოგი”