Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

EBAB3XGK Posted 11 Nov Views: 2

სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი/პრარაბი

ჰაბმშენი external listing
Negotiable Apply by 12 Dec
Sign in and apply

"ჰაბმშენი" აცხადებს სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის (პრარაბის) ვაკანსიას.

კომპანიის შესახებ

"ჰაბმშენი" არის სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომლის მთავარ საქმიანობას თბილისსა და ქალაქის შემოგარენში, საკუთარი სახლების მშენებლობა წარმოადგენს. კომპანიის მიზანია შეუქმნას ადამიანებს კომფორტული გარემო უკეთ ცხოვრების, მუშაობისა და დასვენებისთვის. "ჰაბმშენი" უკვე 5 წელზე მეტია რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: http://www.hubmsheni.com/

სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის (პრარაბის) სამუშაოს აღწერა:

  • სამშენებლო ნახაზების ანალიზი და მშენებლობის დაგეგმარება
  • ბრიდაგებთან კომუნიკაცია და მართვა
  • პროექტის მსვლელობასთან დაკავშირებით ყოველკვირეული შეხვედრების ჩატარება და მათში მონაწილეობის მიღება
  • საჭირო მასალების აღრიცხვა და მოთხოვნის გაგზავნა შესყიდვაზე
  • კომუნიკაცია არქიტექტორთან და კონსტურქტორთან
  • საჭიროების შემთხვევაში, მშენებლობაზე მისულ კლიენტებთან კომუნიკაცია და დირექტორის ჩართვა პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში
  • შესრულებული სამუშაოების რეპორტინგი დამფუძნებელთან და დირექტორთან
  • კომპანიაში დანერგილი საინფორმაციო სისტემების გამოყენება
  • ობიექტებზე მარაგების აღრიცხვა და ყოველი სამშენებლო ეტაპის დასრულების შემდეგ ინვენტარიზაციის ჩატარება.
  • დირექტორთან და დამფუძნებელთან ერთად პროექტის დაგეგმვა და შემდგომ მართვა

განათლება:

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება არქიტექტურის ან მშენებლობის მიმართულებით.

გამოცდილება:

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ სამუშაო გამოცდილება სამშენებლო-დეველოპერულ სფეროში და აქვს Archicad-თან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები

  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი
  • თანაგუნდელებთან მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • Microsoft Office პროგრამები, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა;
  • სამშენებლო სამუშაოები და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ენები: რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. სხვა მოთხოვნები: B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი

სამუშაო ადგილი: თბილისი (ყოველდღიური სამუშაო ადგილი დამოკიდებული იქნება ობიექტების ლოკაციაზე) სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი) სამუშაო საათები 09:00-დან 18:00 საათამდე

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტაზე და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post