Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

EHD8BHZ4 Posted 10 Nov Views: 0

საიტ მენეჯერი

UGT external listing
Negotiable Apply by 10 Dec
Continue to the original listing ↗
Insurance · in the ad

კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას საიტ მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაცხრა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტრობისა და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების მართვა და მეთვალყურეობა;
  • ყოველდღიური სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა და მართვა;
  • ობიექტისთვის მატერიალური/ადამიანური რესურსების მოთხოვნა/გადანაწილება;
  • სამუშაოებისთვის საჭირო დამხმარე მასალის შეკვეთის მომზადება;
  • სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში წარმოშობილი ცვლილებების/დამატებების რეპორტების წარდგენა პროექტის მენეჯერისთვის;
  • ობიექტზე დასაქმებულების/ქვეკონტრაქტორების ზედამხედველობა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებზე პერიოდული რეპორტების წარდგენა მენეჯმენტისთვის;
  • შესასრულებელი სამუშაოების ვადების კონტროლი;
  • საწყობიდან გაცემული მასალის კონტროლი;
  • უსაფრთხოების ოფიცერთან ერთად შრომის უსაფრთხოების წესების კონტროლი.

პროფესიული უნარები/მოთხოვნები

  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით MS Excel;
  • შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა;
  • საპროექტო და კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვის/ანალიზის უნარი;
  • სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოების უნარი.

განათლება

  • სასურველია უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება.

სამუშაო გამოცდილება

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • MEP (Mechanical, Electrical, Plumbing) მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

კომპეტენციები

  • ინფორმაციის / მონაცემთა ანალიზის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პუნქტუალური;
  • ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლიანი.

დასაქმების პირობები

  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • სამუშაო განაკვეთი: სრული.

ბენეფიტები

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass.

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 9 დეკემბრის ჩათვლით.

განაცხადის გასაკეთებლად, საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და გააკეთოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/926/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post