9,043 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

EN874BGT Posted 26 Oct Views: 30

საქმეთა მწარმოებელი

Sign in and apply
Negotiable Apply by 27 Nov

სამშენებლო კომპანია შპს "Trust Point Construction"-ი აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე.

შპს "ტრასტ პოინტ კონსტრაქშენი" (www.tpc.com.ge) აქტიურად მოღვაწეობს სამშენებლო ბაზარზე ინდუსტრიული მშენებლობის მიმართულებით. კომპანია ეძებს გუნდის ახალ წევრს, რომელსაც აქვს საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე პრაქტიკული გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და შესრულებული სამუშაოების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

  • სამშენებლო სამუშაოების სრული ორგანიზება და მართვა ობიექტზე;
  • სამუშაოების შესრულების კონტროლი საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;
  • სამუშაოების ხარისხის, ვადებისა და ტექნოლოგიური პროცესების კონტროლი;
  • უსაფრთხოების გეგმის შესრულება და უსაფრთხოების სპეციალისტის მითითებების დაცვა;
  • მუშების, ხელოსნებისა და ქვეკონტრაქტორების სამუშაოს ორგანიზება და კონტროლი;
  • სამუშაოების ყოველდღიური დაგეგმვა და დავალებების განაწილება;
  • სამშენებლო მასალებისა და საჭირო რესურსების დროული მოთხოვნა;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობების აღრიცხვა და კონტროლი;
  • დამკვეთთან, ინჟინრებთან, არქიტექტორებთან და ქვეკონტრაქტორებთან კოორდინაცია;
  • სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა;
  • ობიექტზე გამოვლენილი პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტა;
  • საოპერაციო დირექტორთან შესრულებული სამუშაოების შესახებ ყოველდღიური ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება მშენებლობის ან სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით;
  • საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  • სამშენებლო პროცესების სრულად და პრაქტიკულად ცოდნა;
  • სამუშაო ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი;
  • არქიტექტურული, კონსტრუქციული და ინჟინრული ნახაზების კითხვა;
  • სამუშაოთა მოცულობების კალკულაცია და აზომვა.
  • კანდიდატები შეირჩევიან სატელეფონო და ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ განაცხადი ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

  • განაცხადს თან უნდა ერთოდეს თქვენი რეზიუმე (CV) და რეალიზებული ობიექტების ჩამონათვალი (ობიექტი, ფართობი, სამუშაოთა სახეობა, კანდიდატის როლი);
  • დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post