სამეურნეოს სამსახურის უფროსი
სავაჭრო ცენტრი "მეგალაინი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეოს სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
"მეგალაინი" მრავალფუნქციური სავაჭრო კომპლექსია, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ უბანში. ჩვენი გუნდი მიზანდასახულია დაეხმაროს სხვადასხვა სახის ბიზნესს და შესათავაზოს საოფისე, სავაჭრო და კომერციულ ფართები.
სამუშო ადგილი: თბილისი, დიდუბე, რ. აგლაძის 15 სამუშაო საათები: სრული განაკვეთი - 10:00სთ - 19:00 სთ-მდე, შაბათი და კვირა დასვენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს სამშენებლო სამუშაოების წარმოებაში უშუალო მონაწილეობისა და პროცესების კოორდინაციის გამოცდილება;
- გუნდთან ერთად მუშაობისა და მართვის უნარი;
- ფორსმაჟორის დროს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
მოვალეობები:
- უხელმძღვანელოს სამეურნეო სამსახურს;
- შეადგინოს თანამშრომლების სამუშაო გრაფიკი;
- დაავალოს სამეურნეო სამსახურის თანამშრომლებს ყველა აუცილებელი მექანიკური სამუშაოს შესრულება;
- დაიცვას დამსაქმებლის მიერ დადგენილი შრომის, ტექნიკური, ხანძარსაწინააღმდეგო თუ სხვა უსაფრთხოების წესები;
- ყურადღება მიაქციოს მრიცხველების გამართულ მუშაობას;
- ყურადღება მიაქციოს პავილიონებში სარეკლამო აბრების განთავსებას;
- იყოს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრში მომხდარი მოვლენების საქმის კურსში, რათა დროულად შეატყობინოს ადმინისტრაციას აღნიშნული პრობლემის შესახებ;
- შეასრულოს თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე დამსაქმებლის სხვა აუცილებელი დავალებები.
უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ფოტოსურათი ელ. მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.