8667 live vacancies
← All vacancies

GNSFFBZE Posted 11 Aug 38 views

Bank of Georgia

Bank of Georgia

მიკრო საკრედიტო ექსპერტი - ვანი

Bank of Georgia
Other Full-time Finance / Accounting
Negotiable

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

სს „საქართველოს ბანკის“საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მიკრო საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე ვანში.

ძირითადი ფუნქციები:

  • მომხმარებლებთან ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება;
  • მომხმარებლებისათვის ბანკის მომსახურების სარგებლიანობის და საბანკო პროდუქტების პრეზენტაცია;
  • მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება და ამ პროდუქტის უპირატესობის ახსნა;
  • მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
  • საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტზე წარდგენა.

სავალდებულო მოთხოვნები:

განათლება:

უმაღლესი, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან/და მათემატიკის მიმართულება.

სამუშაო გამოცდილება:

მინ. 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება მიკრო / მცირე / საშუალო / აგრო დაკრედიტების მიმართულებით ბანკში და/ან საკრედიტო ორგანიზაციაში.

ანაზღაურება:ფიქსირებულს დამატებული ყოველთვიური ბონუსი.

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
  • ორგანიზებულობა, ენერგიულობა, დაგეგმვის, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის დაგეგმვის უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.

გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე!

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 24 სექტემბერი, 2026 წელი.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
Bank of Georgia
Website ↗
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free to post