← All vacancies

GR1W47TF Posted 20 Nov Views: 0

ცხელი კერძების მზარეული

Negotiable Sign in and apply

Posted 20 Nov (Days left: 30) Apply by 20 Dec

რესტორანი "გორდა" აცხადებს ვაკანსიას ცხელი კერძების მზარეულის პოზიციაზე, ქართული სამზარეულოს მიმართულებით. თუ გიყვართ ტრადიციული ქართული გემოები, გამოირჩევით პასუხისმგებლობით და გსურთ, გახდეთ პროფესიონალი გუნდის წევრი, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

რესტორანი "გორდა" მდებარეობს მთიულეთში, სოფელ სონდაში, ცენტრალური გზის პირას და წარმოადგენს ქართულ ტრადიციულ რესტორანს.

რესტორნის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს

  • ღვინის მაღაზია/მარანი - ეწევა ქართული ღვინოების, ბრენდის, ჭაჭისა და სხვა სპირტიანი სასმელების რეალიზაციას;
  • Coffee Shop (Julius Meinl) - ბრენდირებული ყავის "დრაივ" ფორმატის კაფე;
  • Gorda Distillery - დისტილერია, სადაც მზადდება ადგილობრივი ხილისგან დამზადებული სპირტიანი სასმელები.

რესტორანი გათვლილია 250 სტუმარზე, აქვს შიდა და გარე სივრცეები და თანამედროვე, ცალკე მდგომი სამზარეულო.

FB გვერდი: https://www.facebook.com/Gordamarani

ძირითადი მოვალეობები

  • ტრადიციული და თანამედროვე ქართული ცხელი კერძების მომზადება რესტორნის სტანდარტებისა და კალკულაციის მიხედვით;
  • სამუშაო პროცესების გამართულად წარმართვა, შეკვეთების დროული და ხარისხიანი მომზადება;
  • ინგრედიენტების ხარისხის, ვადებისა და შენახვის პირობების კონტროლი;
  • სამუშაო ადგილზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების მკაცრი დაცვა;
  • სამზარეულოს ინვენტარისა და დანადგარების სწორად მოხმარება და მოვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ქართული სამზარეულოს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • კერძების მომზადების ტექნოლოგიებისა და სანიტარული ნორმების ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ და დატვირთულ გარემოში სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ

  • კონკურენტულ ანაზღაურებას, განვითარების პერსპექტივას და სამუშაოს ხარისხზე დაფუძნებულ ბონუსებს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
  • სტაბილურ სამუშაო ადგილს პროფესიონალ გუნდში.

რესტორანი "გორდა" უკვე 5 წელია სწრაფი განვითარების გზაზეა - იზრდება როგორც მისი ცნობადობა, ასევე კმაყოფილი მომხმარებელიც. ჩვენი მიზანია, გუნდს შევმატოთ გამოცდილი, მოტივირებული და შრომისმოყვარე პროფესიონალი, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი და პარტნიორი საერთო განვითარების გზაზე.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post