მოლარე
კომპანია "გრინ სთორ"-ი გიწვევთ მოლარის პოზიციაზე. "გრინ სთორ"-ი გახლავთ ტექნიკის მაღაზიათა ქსელი (ძველი მეტრომარტი). კომპანია 2012 წელს დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "გრინ სთორ"-ის მიზანია, მომხმარებელს წარუდგინოს ფართო არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.
გსურს მუშაობა მზარდ კომპანიაში? შემოგვიერთდი ჩვენს გუნდს!
მდებარეობა: ქ. თბილისი, სადგურის მოედანი N2 (ვაგზლის მოედანი)
სამუშაო გრაფიკი ცვლაში:
- ერთი დღე — 10:00-19:00
- მეორე დღე — 12:00-21:00
შესვენება — ერთი საათი; დასვენება კვირაში — ორი დღე. ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი.
ძირითადი მოვალეობები:
- ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების განხორციელება;
- სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
- მომხმარებლისთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სისწრაფე და ყურადღება დეტალების მიმართ;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. 1C პროგრამაში მუშაობის ცოდნა მნიშვნელოვანია.
გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- 20%-იან ფასდაკლების ბარათს კვებისთვის;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- შეღავათებს კომპანიის პროდუქციაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — "მოლარე".
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების, ასევე შერჩევის ეტაპზე და შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
კომპანია "გრინ სთორი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.