9,771 live vacancies
Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

GZ60ZESV Posted 23 Oct Views: 0

უმცროსი შოკოლატერი

შოკოტელა external listing
Sign in and apply
₾1500–1800 / month Apply by 24 Nov

"შოკოტელა" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი შოკოლატერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"შოკოტელა" პრემიუმ კლასის ხელნაკეთი შოკოლადის მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც ქმნის საავტორო შოკოლადს, ბონბონებსა და მრავალფეროვან შოკოლადის ნაწარმს.

წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით ჩვენს გუნდში ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლობიან და მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც აქვს პროფესიულ სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება და სურს შოკოლადის ხელოვნების დაუფლება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამუშაო სივრცისა და საჭირო ინვენტარის მომზადება საწარმოო პროცესის დაწყებამდე;
  • სხვადასხვა სახეობის შოკოლადის ნაწარმის, ბონბონებისა და შიგთავსების მომზადება;
  • პროდუქციის დამზადება დადგენილი რეცეპტურების, ტექნოლოგიური ბარათებისა და კალკულაციების შესაბამისად;
  • პროდუქციის ხარისხისა და ვიზუალური სტანდარტების დაცვა;
  • ნედლეულის მარაგების, ხარისხის, მარკირებისა და ვარგისიანობის ვადების კონტროლში მონაწილეობა;
  • ნედლეულის რაციონალური გამოყენება და საწარმოო დანაკარგების მინიმიზაცია;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა;
  • სამუშაო სივრცის, აღჭურვილობისა და ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • ახალი პროდუქტების შექმნასა და საწარმოო პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
  • გუნდის სხვა წევრებთან კოორდინირებული მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია პროფესიულ სამზარეულოში, საკონდიტროში ან კვების წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია საკონდიტრო ტექნოლოგიებისა და საწარმოო პროცესების ცოდნა;
  • რეცეპტურებისა და ტექნოლოგიური ინსტრუქციების მიხედვით მუშაობის უნარი;
  • ახალი ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების სურვილი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ენერგიულობა და მოტივაცია;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სისუფთავისა და სამუშაო დისციპლინის მაღალი სტანდარტი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
  • კომპანიის მიერ ორგანიზებულ ტრანსპორტირებას;
  • შოკოლადის წარმოების სპეციფიკური ტექნოლოგიების შესწავლის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივას;
  • კვალიფიკაციისა და სამუშაო შედეგების შესაბამისად ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობას.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: წავკისი, შოკოტელას საწარმო სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი (5/2) სამუშაო საათები: 08:00-17:00 ტრანსპორტირება: უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ ანაზღაურება: 1, 500-1, 800 ლარი ხელზე, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად, შემდგომი ზრდის შესაძლებლობით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე.

სათაურის ველში მიუთითეთ: "უმცროსი შოკოლატერი"

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post