წარმოების ოპერატორი
შპს "დეკა ჯი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე.
ლოკაცია: ქუთაისი დასაქმების ტიპი / კლასიფიკაცია: სრული განაკვეთი | ოპერაციული პერსონალი
ძირითადი მოვალეობები
- საწარმოო ხაზისა და დანადგარების მომზადება სამუშაო რეჟიმისთვის (გაშვება, პარამეტრების დაყენება/კორექტირება);
- ნედლეულისა და მასალების დროული შევსება, მიწოდება და საწარმოო პროცესში მათი სწორი გამოყენების კონტროლი;
- დანადგარების მუშაობისა და ტექნოლოგიური პარამეტრების მუდმივი მონიტორინგი;
- ხელის ტექნიკურ ინსტრუმენტებთან და ელექტრომოწყობილობებთან (მათ შორის "ბარგალკა", "დრუჟბა" და სხვა მსგავსი ტექნიკა) უსაფრთხო და ეფექტური მუშაობა;
- მზა პროდუქციის პირველადი ვიზუალური და ტექნიკური შემოწმება ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობაზე, წუნდებული პროდუქციის გამოვლენა და დახარისხება;
- დანადგარების პირველადი/ვიზუალური შემოწმება, წვრილმანი შეფერხებების იდენტიფიცირება და ტექნიკური პერსონალისთვის დროული შეტყობინება;
- შრომის უსაფრთხოების, ტექნიკური ექსპლუატაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების ზედმიწევნით დაცვა;
- ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მუდმივი გამოყენება;
- სამუშაო ადგილის, დანადგარებისა და ინსტრუმენტების დასუფთავება-წესრიგში ყოლა ცვლის განმავლობაში და ცვლის ჩაბარებისას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ტექნიკასთან და ელექტროინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
- საწარმოო ხაზზე ან ინდუსტრიულ გარემოში მუშაობის გამოცდილება;
- ყურადღება დეტალებისადმი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობისა და გაუმართაობისას სწრაფი რეაგირების უნარი.
სასურველი მოთხოვნები (უპირატესობა)
- პროფესიული ან ტექნიკური განათლება;
- ავტომატიზებულ/თანამედროვე საწარმოო ხაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- შრომის უსაფრთხოების სტანდარტების კარგი ცოდნა.
რას გთავაზობთ
- სტაბილურ სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს;
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
- ადგილზე კვებით უზრუნველყოფას;
- უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სამუშაო ადგილს;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე.