ეკონომიკური სამსახურის მენეჯერი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ეკონომიკური სამსახურის მენეჯერის თანამდებობაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება - მედიცინის, ჯანდაცვის ან ფინანსების მიმართულებებს);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი ფუნქციები
- სტაციონარული/ამბულატორიული შემთხვევების გაფორმება;
- პაციენტის მონაცემების ელექტრონულად ატვირთვა;
- წინასწარი ანგარიშ-ფაქტურების მომზადება და ელექტრონულად გადაგზავნა შესაბამის სამსახურებში;
- სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა.
პიროვნული თვისებები
- გულისხმიერება, თავაზიანობა;
- აკურატულობა, ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 05.12.2026-მდე ელ.მისამართზე. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.