შეფ-დეპარტი
"GMT HOSPITALITY" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შეფ-დეპარტი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- კერძების მომზადების პროცესის ორგანიზება და კონტროლი დადგენილი რეცეპტურებისა და სტანდარტების შესაბამისად;
- პროდუქციის ხარისხის, რაოდენობისა და ვარგისიანობის კონტროლი;
- სექციაში დასაქმებული თანამშრომლების (დემი შეფი, კომი შეფი და სხვა) საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა;
- საკვების უსაფრთხოების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების (HACCP) დაცვა;
- ყოველდღიური წარმოების დაგეგმვა და საჭირო პროდუქტების მოთხოვნის მომზადება;
- საკვების პორციების, გემოვნური თვისებებისა და პრეზენტაციის სტანდარტების კონტროლი;
- პროდუქციის დანაკარგებისა და ნარჩენების მინიმიზაციაზე ზრუნვა;
- სუ შეფისა და აღსრულებელი შეფის ინსტრუქციების შესრულება;
- ახალი თანამშრომლების გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაში მონაწილეობა;
- ეფექტური თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
- ქართული და საერთაშორისო სამზარეულოს ცოდნა;
- HACCP-ისა და საკვების უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
- ლიდერული და გუნდური მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- დროის ეფექტური მართვისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- პროფესიული კულინარიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ ჩვენ
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევასა და Fitpass-ს;
- კორპორატიულ კვებას;
- ტაქსით მომსახურებას 23:00 საათის შემდეგ;
- უფასო პროფესიულ ტრენინგებს და საერთაშორისო სერტიფიკატების მიღების შესაძლებლობას;
- კორპორატიულ ფასდაკლებას ჩვენს ყველა ფილიალსა და რესტორანში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://jobs.bemor.io/s/xrermpf