Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

J8CWWQE6 Posted 12 Nov Views: 5

POS ტერმინალების ტექნიკოსი

ბს/2 ჯორჯია

ბს/2 ჯორჯია

ბს/2 ჯორჯია external listing
Tbilisi Full-time Other Technician
₾1250–2000 / month −21% vs the usual · usual 2,060 ₾ · 26 ads Apply by 13 Nov
Continue to the original listing ↗
Insurance · in the ad

შპს "ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე- საბანკო მოწყობილობების მიმართულებით - POS ტერმინალების ტექნიკოსი (EFPOS).

"ბს/2" ჯორჯია წარმოადგენს ლიეტუვურ ჰოლდინგის "PenkiKontinentai" ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოში წამყვან ბანკებთან და სთავაზობს მათ ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ფინანსური და საცალო სექტორისთვის.

ჩვენი კომპანიის შესახებ ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე: https://bs2.lt/ge/career/

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 18:00 (1სთ. შესვენება) ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1250 დან -2000 ლარამდე (დამატებით შესრულებაზე მიბმული საბონუსე სისტემის გათვალისწინებით)

პოზიციის ძირითადი ფუნქციებია

  • POS საგადასახადო მოწყობილობების დაყენება და კონფიგურაცია;
  • მოწყობილობის პროგრამული და ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა: ტექნიკური და სისტემური პრობლემის დიაგნოსტიკა, სისტემის გადატვირთვა, საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული ნაწილის ჩანაცვლება;
  • კლიენტების კონსულტაცია POS სისტემების ფუნქციონალისა და გამოყენების შესახებ;

პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები

  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და დაბალძრავიანი ავტომობილის ფლობა.
  • სასურველია განათლება ტექნიკური IT ან მომიჯნავე მიმართულებით.

ჩვენ გთავაზობთ

  • კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების შესაძლებლობას;
  • საჭიროების შემთხვევაში, ზეგანაკვეთური საათების გაზრდილი ტარიფით გამომუშავებას;
  • საკუთარი ავტომობილით თანამშრომლობის შემთხვევაში, იჯარის ანაზღურებას და ავტომობილის დაზღვევას სრული დაფინანსებით;
  • საწვავისა და პარკირების ხარჯების ანაზღაურებას;
  • მობილურ ტელეფონს ულიმიტო საკომუნიკაციო და ინტერნეტ პაკეტით;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას სრული დაფინანსებით
  • Fitpass-ს 50%-იანი თანადაფინანსებით.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/tDPkJokd

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post