Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

JDB7EXVH Posted 9 Nov Views: 0

ბილინგის მენეჯერი

რეპროარტი external listing
Negotiable Apply by 11 Dec
Sign in and apply

შპს "ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" აცხადებს ვაკანსიას ბილინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. №23 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-17:30 საათი; შაბათს, 09:30-15:00 საათი (დისტანციურად).

ძირითადი ფუნქციები

  • კლინიკის სამედიცინო პროგრამაში (EMR) ბილინგის პროცესების ორგანიზება, მართვა და კონტროლი; სერვისების, ფასებისა და პაკეტების მონაცემების განახლება.
  • გაწეული მომსახურების სრული და სწორი აღრიცხვის კონტროლი, ინვოისების გენერირება და გაცემა.
  • გადახდების, ავანსებისა და ეტაპობრივი გადახდების აღრიცხვა, ჩარიცხვების ბუღალტერიასთან ერთად შედარება.
  • დებიტორული დავალიანების მონიტორინგი და დებიტორებთან კომუნიკაცია.
  • კონტრაგენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესწავლა და შესრულების კონტროლი.
  • სერვისებისა და სამედიცინო პროტოკოლების თვითღირებულების დათვლა.
  • მკურნალობის პაკეტების შექმნა და განახლება, რეკალკულაცია და ინდივიდუალური საფასო შეთავაზებების მომზადება.
  • დონაციისა და სუროგაციის პროგრამების კალკულაცია, აღრიცხვა და ინვოისირება.
  • შემოსავლების ყოველთვიური ანგარიშგების, ანალიზისა და სტატისტიკური რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის.
  • ბილინგის პროცესში ჩართული თანამშრომლების კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
  • მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბილინგის ან ფინანსების მიმართულებით.
  • ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • AccuracyMed-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • ინგლისური ენის ცოდნა.
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ბილინგის ან ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემებში მუშაობის გამოცდილება.
  • თვითღირებულების აღრიცხვისა და ფასწარმოქმნის მეთოდების ცოდნა.
  • ფინანსური მონაცემების ანალიზისა და ანგარიშგების მომზადების უნარი.

პიროვნული უნარები

  • ანალიტიკური აზროვნება, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • გუნდური მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.
  • კონფიდენციალურობის დაცვა და პროფესიული ეთიკის ნორმების გათვალისწინება.

დაინტერესების შემთხვევაში:

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 დეკემბერი, 2026 წელი.

Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "ბილინგის მენეჯერი". გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post