← All vacancies

M0GEH1TR Posted 18 Nov Views: 1

HR მენეჯერი

One Point external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 18 Nov (Days left: 30) Apply by 18 Dec

HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

ინდუსტრია: საერთაშორისო სადისტრიბუციო სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სუბორდინაცია: პოზიცია ანგარიშვალდებულია CHRO-სთან (ადამიანური რესურსების მთავარი ოფიცერი).

დამსაქმებელი კომპანიის შესახებ

დამსაქმებელი კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო სადისტრიბუციო ჯგუფს, რომელიც ოპერირებს სწრაფად მოხმარებადი პროდუქციის (FMCG) სექტორში და თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან. კომპანია აქტიურად ავითარებს საკუთარ ოპერაციებს, ინოვაციურ მიდგომებსა და კომერციულ საქმიანობას, რაც მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმს ფინანსური დაგეგმვის, ანალიზისა და ბიზნეს გადაწყვეტილებების მხარდაჭერის მიმართულებით.

პოზიციის აღწერა

HR მენეჯერი უზრუნველყოფს თანამშრომელთა მხარდაჭერას ადამიანური რესურსების პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავების, დანერგვისა და ადმინისტრირების მიმართულებით. პოზიცია მოიცავს HR-ის ერთ ან რამდენიმე ფუნქციურ მიმართულებას, მათ შორის: რეკრუტინგს, კომპენსაციებსა და ბენეფიტებს, ტრენინგსა და განვითარებას, თანამშრომლებთან ურთიერთობას და სხვა HR პროცესებს. თანამშრომელი დამოუკიდებლად მართავს სხვადასხვა სირთულის საკითხებს, იყენებს პროფესიულ განსჯას კომპლექსური გამოწვევების კრეატიულად და ეფექტიანად გადასაჭრელად. ასევე, გააჩნია პროცესების სტრატეგიული ხედვა და დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის პროფესიული მიმართულებისა და რეკომენდაციების მიცემის უნარი.

ძირითადი ამოცანები

  • GHQ HR-ის ახალი პროექტების მხარდაჭერა: პროექტების განხორციელების გრაფიკის მართვა, საჭირო შეხვედრების კოორდინაცია, შეთანხმებული შედეგების მიღწევის უზრუნველყოფა და პროექტების გლობალური მასშტაბით დანერგვის პროცესის მხარდაჭერა;
  • HR-ის წლიური გლობალური პროცესების სრული მართვა: წლიური HR პროცესების დაგეგმვა და მართვა საწყისი ეტაპიდან დასრულებამდე; გარე მომწოდებელთან უშუალო თანამშრომლობა, შეთანხმებული ვადების დაცვა, ყველა საჭირო განახლების დროულად განხორციელება და შესაბამისი კომუნიკაციების მომზადებისა და გავრცელების უზრუნველყოფა. ასევე, პროცესების წარმატებული დანერგვის უზრუნველყოფა სხვადასხვა ქვეყანაში;
  • ყოველთვიური და კვარტალური HR შეხვედრების ორგანიზება: შეხვედრების მომზადება, შემაჯამებელი მასალების შედგენა და გაგზავნა, ასევე, შეხვედრებზე განსაზღვრული შემდგომი ნაბიჯების შესრულების მონიტორინგი;
  • გლობალური რელოკაციის პროცესების სრული კოორდინაცია: რელოკაციის პროცესის მართვა საწყისი ეტაპიდან დასრულებამდე, მათ შორის, რელოკაციის პაკეტის მომზადება, სამუშაო ვიზასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია და თანამშრომლის ახალ ლოკაციაზე გადასვლის პროცესის უზრუნველყოფა. ასევე, თანამშრომლის ახალ გარემოში ინტეგრაციის ხელშეწყობა და რელოკაციის მთელი პერიოდის განმავლობაში მასთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება;
  • სამომავლო პასუხისმგებლობა - გლობალური პრაქტიკის ხელმძღვანელობა: შესაბამის სფეროში ექსპერტის (Subject Matter Expert) ფუნქციის შესრულება, გლობალური რეკრუტინგის პროფესიული ქსელის შექმნა და განვითარება, HR გუნდის წევრებისთვის საჭირო ინსტრუმენტების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება;
  • სამომავლო პასუხისმგებლობა - HR Business Partner-ის ფუნქცია: გეოგრაფიული ლოკაციისგან დამოუკიდებლად მომუშავე თანამშრომლებისთვის HR Business Partner-ის როლის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • 3-5-წლიანი გამოცდილება HR პრაქტიკის ან ზოგადი HR მიმართულებით;
  • 3-5-წლიანი გამოცდილება PMO (Project Management Office) მიმართულებით, ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე ელფოსტაზე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია ვან ფოინთს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს - ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.

"One Point HR Outsourcing" არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post