← All vacancies

MNGX9M6X Posted 18 Nov Views: 2

გაყიდვების მენეჯერი, ადმინისტრატორი

Negotiable Sign in and apply

Posted 18 Nov (Days left: 30) Apply by 18 Dec

ესთეტიკური კლინიკა "ნოემი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. გაყიდვების მენეჯერი

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ 10:00-დან 18:00 საათამდე; თვეში ორი შაბათი 10:00-დან 15:00-საათამდე ადგილმდებარეობა: თბილისი, ო. თაქთაქიშვილის 1 გამოსაცდელი ვადა 6 თვე ანაზღაურებით.

ძირითადი მოვალეობები

  • ახალი დამკვეთის მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება;
  • პოტენციური დამკვეთისთვის პროდუქტის შეთავაზება;
  • ბაზრის მუდმივი კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება ახალი კლიენტების მოძიების მიზნით, კვლევის რეპორტინგი;
  • გასაყიდი პროდუქციის შესახებ პრეზენტაციების მომზადება;
  • მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
  • არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
  • კლიენტების ბაზის პროგრამული მართვა;
  • რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება;
  • გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა;
  • როგორც არსებულ ისე ახალ დამკვეთებთან სისტემატური შეხვედრები;
  • გარკვეულ პერიოდში ერთხელ უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები

  • გამართული ვერბალური კომუნიკაცია, მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
  • დარწმუნების უნარი, პრეზენტაბელურობა;
  • საქმის მიმართ ინტერესი;
  • პიროვნული განვითარების სურვილი.

2. ადმინისტრატორი

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე ანაზღაურება ფიქსირებული + ბონუსი. სამუშაო გრაფიკი: ცვლებით სამუშაო საათები: 10:00-20:00 გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებით).

ფუნქციები

  • სტუმრებთან კომუნიკაცია და მომსახურება მათი მოთხოვნების და საჭიროების მიხედვით;
  • სტუმრის მიღება და ყავით გამასპინძლება;
  • ჯავშნების განხორციელება პროგრამაში;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
  • სტუმართან ფულადი ანგარიშსწორების წარმოება;
  • მომხმარებლების ბაზის შექმნა და მართვა, მათთან კომუნიკაცია;
  • ონლაინ გაყიდვების სისტემის მართვა: Facebook, Instagram
  • მომსახურების ხარისხის კონტროლი;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

მოთხოვნები

  • აუცილებელია ქართული ენის და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება;
  • კომუნიკაბელური;
  • ყურადღებიანი და მობილიზებული;
  • გაწონასწორებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დარწმუნების უნარი;
  • ორგანიზებული;
  • პრეზენტაბელური;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება იგივე პოზიციაზე ან გაყიდვების სფეროში;
  • მოწესრიგებული და თავაზიანი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე სურათთან ერთად ელფოსტაზე და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

წარმატებებს გისურვებთ!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post