Partner

Free ads across all of Georgia.

Open classified.ge
← All vacancies

N5ZXP10G Posted 7 Nov Views: 0

სამედიცინო წარმომადგენელი

ოლაინფარმის წარმომადგენლობა საქართველოში

ოლაინფარმის წარმომადგენლობა საქართველოში

Tbilisi Full-time Sales
Negotiable Apply by 5 Dec
Sign in and apply

ოლაინფარმი აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე

ფარმაცევტული კომპანია „ოლაინფარმი“ წარმოადგენს ერთ ერთ უმსხვილეს საწარმოს ბალტიისპირეთში 50 წლიანი გამოცდილებით ფარმაცევტული პროდუქციის წარმოებაში. ამჟამად კომპანიაში წარმოებული მედიკამენტები და ქიმიური ნივთიერებები მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტირდება, მათ შორის ევროპაში, აშშ-ში, სამხრეთ ამერიკაში, აზიაში და ავსტრალიაში.

თბილისი, საქართველო

ძირითადი მოვალეობები

  • ეფექტური კომუნიკაციის და პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება ადგილობრივი სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან- ექიმებთან, ფარმაცევტებთან, სამედიცინო ადმინისტრაციასთან
  • კომპანიის მედიკამენტების ცნობადობის გაზრდა სამიზნე აუდიტორიასთან, მასთან ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბების გზით
  • სემინარების, პრეზენტაციების, კონფერენციების ორგანიზება
  • სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებასთან მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბება
  • პროდუქტების რეალიზაციის სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა მიმაგრებულ ტერიტორიაზე
  • მივლინება ახლომდებარე ქალაქებში

საბაზო მოთხოვნები

  • უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება
  • სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი (MS office)
  • ავტომობილის მართვის მოწმობა
  • რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და საკუთარი სამუშაო განრიგის ორგანიზების და მართვის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება და კომუნიკაციის უნარი

ჩვენ გთავაზობთ

  • საინტერესო სამუშაოს დინამიურ და მეგობრულ გარემოში კონკურენტულ ანაზღაურებას
  • მოქნილ საბონუსე სქემას
  • ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებულ ტრენინგებს და სწავლების პროგრამებს
  • კორპორატიულ პაკეტს (ლეპტოპი, მობილური ტელეფონის ხარჯის ანაზღაურება, კორპორატიული ავტომანქანა, ჯანმრთელობის დაზღვევა)

გთხოვთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ მითითებულ ელ. ფოსტაზე. ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინტერვიუს.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post