ადმინისტრატორი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "xstoys" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე, Bild A Bear-ის სახელოსნოში, გრანდმოლში ქალაქ ბათუმში,
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "Xs სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 6 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ოთხი თბილისში და ორი ბათუმში მდებარეობს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.
ჩვენთან გელოდებათ
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ძირითადი მოვალეობები
- მაღაზიის ოპერაციული პროცესების ორგანიზება და მართვა
- მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
- მარაგების კონტროლი და შეკვეთების განხორციელება
- სალაროს მართვა და დღის შემოსავლის აღრიცხვა
- პროდუქციის განლაგებისა და მოწესრიგების მონიტორინგი
- გაყიდვების პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესება
ძირითადი მოთხოვნები
- ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- კომუნიკაციის და დროის მართვის უნარი
- მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ადმინისტრატორი -გრანდმოლი ბათუმი) სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!