Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

NAPNN74P Posted 14 Nov Views: 2

სერვის ცენტრის მენეჯერი

ამბოლი external listing
Negotiable Continue to the original listing ↗

Posted 14 Nov (Days left: 19) Apply by 3 Dec

კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: Www.amboli.ge Www.facebook.com/Amboli.ge

„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, შემოვლითი გზა სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • გაყიდვებისა და კომერციული საქმიანობის მართვა
  • გაყიდვების გეგმებისა და მიზნების განსაზღვრასა და შესრულების მონიტორინგში მონაწილეობა;
  • კორპორაციულ მომხმარებლებთან საქმიანი ურთიერთობების განვითარება და მართვა;
  • გაყიდვების შედეგების ანალიზი, ანგარიშგება და პროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესება.

სერვის ცენტრის საოპერაციო მართვა

  • სერვის ცენტრის ყოველდღიური საქმიანობისა და სამუშაო პროცესების ორგანიზება, მართვა და კონტროლი;
  • Scania-ს კორპორაციული, საოპერაციო და მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • საოპერაციო საკითხებისა და პრობლემების დროული იდენტიფიცირება და ეფექტიანი რეაგირება;
  • მარაგების, შეკვეთებისა და პერიოდული ინვენტარიზაციის პროცესის კონტროლი;
  • სამუშაო სივრცის, პროდუქციის განთავსებისა და სალარო ოპერაციების შესაბამისობის უზრუნველყოფა დადგენილ სტანდარტებთან;
  • მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი დონის უზრუნველყოფა და მომსახურების პროცესში წარმოშობილი საკითხების ეფექტიანი მართვა.

გუნდის მართვა

  • თანამშრომლებს შორის სამუშაოს ეფექტიანი განაწილება და შესრულების ხარისხის კონტროლი;
  • სამუშაო დისციპლინისა და კომპანიის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • თანამშრომლებისთვის საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება;
  • რეგულარული სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და გუნდის ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • B2B / კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება — აუცილებელი მოთხოვნა;
  • გაყიდვების, კომერციული საქმიანობის, ფილიალის ან სერვის ცენტრის მართვის გამოცდილება;
  • გაყიდვების გეგმებისა და KPI-ების მართვის გამოცდილება;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • სატვირთო ავტომობილების მომსახურებისა და ზოგადი აგებულების ცოდნა;
  • ბიზნეს პროცესებისა და კომერციული საქმიანობის მართვის გამოცდილება;
  • ანგარიშგებისა და ბიზნეს ანალიზის მომზადების გამოცდილება.

აუცილებელი უნარები

  • განვითარებული ლიდერული და მენეჯერული უნარები;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებისა და პრობლემების ეფექტიანად გადაჭრის უნარი;
  • შედეგებზე და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • პრიორიტეტების ეფექტიანად განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და თანამშრომელთა განვითარების უნარი;
  • ცვლილებების მართვისა და ადაპტაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post