CRM-ისა და ონლაინ კომუნიკაციების მენეჯერი
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "ბაგრატიონი დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას CRM-ისა და ონლაინ კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.
ვეძებთ ორგანიზებულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს ონლაინ არხებიდან შემოსული მომხმარებლების დროულ კომუნიკაციას, ლიდების CRM სისტემაში სწორად დამუშავებას და შესაბამისი რეპორტების მომზადებას.
ძირითადი მოვალეობები: - WhatsApp-სა და CRM სისტემაში შემოსულ შეტყობინებებზე დროული პასუხი; - შემოსული ლიდების პირველადი დამუშავება და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება; - კლიენტის მოთხოვნისა და დაინტერესების სწორად განსაზღვრა; - ლიდების რეგისტრაცია, სტატუსების განახლება და ინფორმაციის მოწესრიგება CRM სისტემაში; - დაინტერესებული/პოტენციური კლიენტების შესაბამის გაყიდვების მენეჯერთან გადამისამართება; - უპასუხოდ დარჩენილი ან შემდგომ კომუნიკაციას საჭირო კლიენტების კონტროლი (Follow-up); - ყოველდღიური და კვირეული რეპორტების მომზადება შემოსული ლიდებისა და შეტყობინებების შესახებ; - რეპორტში ლიდების რაოდენობის, წყაროს, ქვეყნის, დაინტერესების ობიექტისა და სტატუსების ასახვა; - გაყიდვების გუნდთან მუდმივი კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.