Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

P7969XE0 Posted 12 Nov Views: 10

დამწყები ხარისხის კონტროლის სპეციალისტი

ელვარე

ელვარე

ელვარე external listing
₾1600 / month Apply by 13 Nov
Sign in and apply
Insurance · in the ad

ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას დამწყები ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე. საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31,500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება. კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორატიული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვთარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა. ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და თანხვედრაშია ჩვენს სამუშაო ღირებულებებთან.

რას გთავაზობთ?

  • ახალი პროფესიის შესწავლას ადგილზე (გამოცდილება ან ცოდნა ლაბორატორიული ან/და ხარისხის მიმართულებით არ მოეთხოვება);
  • ტრანსპორტირებას ზედა სამგორის მეტროდან;
  • კვებას;
  • კორპორატიულ დაზღვევას 3 თვის შემდეგ.
  • ანაზღაურება: 1600 ლარი (ხელზე);
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ალექსეევკის დასახლება (აეროპორტის მიმდებარედ);
  • სამუშაო საათები: დღის და ღამის ცვლები

ძირითადი მოვალეობები

  • ნაწარმოები პროდუქციის (დაბალი ძაბვის ელექტრო კაბელების) ჩექლისტების მიხედვით შემოწმება;
  • კონტროლის შედეგების ანგარიშგება ხელმძღვანელთან;
  • საჭიროების შემთხვევაში ელექტრო კაბელის ან/და ნახევარფაბრიკატის დამატებითი პარამეტრების ლაბორატორიული შემოწმება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სასურველია (არა აუცილებელი) პროფესიული ან უმაღლესი განათლება.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ელ-ფოსტის მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ესტუმროთ ოფიციალურ ვებ გვერდს: www.elvare.ge შპს „ელვარე“ გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post