გრილის მზარეული
გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.goodwill.ge
"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას გრილის მზარეულის პოზიციაზე.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!
ფუნქცია-მოვალეობები
- ხორცის და ბოსტეულის გრილზე შეწვა რეცეპტების შესაბამისად;
- ხორცის დამარინადება;
- გრილის ტემპერატურის კონტროლი;
- სისუფთავის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა სამუშაო პროცესში;
- გრილის ტექნიკის მოვლა და რეგულარული გასუფთავება.
ძირითადი მოთხოვნები
- პროფესიული, კულინარიული განათლება ან გამოცდილება;
- პროდუქტების ცოდნა და კერძების მომზადების ტექნიკების ფლობა;
- სანიტარული და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
სამუშაო პირობები
- გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში;
- ანაზღაურება: საათობრივი, თვეში მინიმუმ 1500ლ + ეფექტური საბონუსე სისტემა;
- ლოკაცია: დიღომი, საბურთალო, ვაკე;
- ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
- Fitpass ბარათს.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 200 712 ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/fxW9MKbd
გისურვებთ წარმატებას!